პრიზი „AUTO BILD Design Award“ გადაეცა Opel Insignia–ს
• 100000 მკითხველმა მისცა ხმა Insignia Sports Tourer–ს „სედანებისა და მრავალადგილიანი ავტომობილების“ კონკურსზე.
• პრიზი „AUTO BILD Design Award“ გადაეცა Opel Insignia–ს
რუსელშეიმი. Opel Insignia აღაფრთოვანებს ფართო საზოგადოებას. ამის ბოლო დამამტკიცებელი მაგალითია „AUTO BILD Design Award 2009“. დაახლოებით 100000 მკითხველი მონაწილეობდა ხმის მიცემაში, რის შედეგადაც Insignia Sports Tourer გამარჯვებულად დასახელდა „სედანებისა და მრავალადგილიანი ავტომობილების“ კატეგორიაში, გერმანიაში. ყველა კატეგორიის საერთო რეიტინგის მიხედვით, „Car of the Year“ („წლის მანქანა“) მეორე ადგილზეა. აქ სულ ხუთი კატეგორია მოხვდა; Sports Tourer–მა თერთმეტი მეტოქე დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა „სედანებისა და მრავალადგილიანი ავტომობილების“ კატეგორიაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკურსი, რომელიც მეოთხეჯერ ჩატარდა, მოეწყო 25 ქვეყნის AUTOBILD–ის პარტნიორ ევროპულ გამომცემლებთან ერთად.
მოგვიანებით „AUTO BILD Design Award“ დაემატა ნაციონალური და ინტერნაციონალური ჯილდოების გრძელ სერიას „Car of the Year 2009“. Opel–ის ჯგუფის წარმატებული მუშაობა ექპერტთა ჟიურიმ უკვე დააჯილდოვა ისეთი ცნობილი პრიზებით, როგორიცაა განახლებული ჯილდო დიზაინისთვის „red dot“ („წითელი წერტილი“) და პრიზი „Best design“ („საუკეთესო დიზაინი“).
„ჯილდო AUTO BILD Design Award გვიჩვენებს, რომ Insignia Sports Tourer–ის დიზაინი აკმაყოფილებს საზოგადოების გემოვნებას. ჩვენ განსაკუთრებულად გვიხარია, რომ ახლა თავად მომხმარებლებმა მოგვცეს ხმა და Insignia დაასახელეს თავიანთ ფავორიტად“ – ამბობს ვიცე–პრეზიდენტი მარკ ადამსი (Mark Adams), მკითხველთა გამოკითხვის შესანიშნავი შედეგის შესახებ გაკეთებულ კომენტარში.