Opel Insignia იღებს „red dot“ ჯილდოს დიზაინისთვის.

• წარმატებული დიზაინისთვის დაწესებული ეს პრიზი უკვე მეთოთხმეტე ნადავლია Opel–ის ახალი მოწინავე ავტომობილისთვის.
• Opel Insignia იღებს „red dot“ ჯილდოს დიზაინისთვის

  რუსელშეიმი. Opel Insignia–ს კიდევ ერთი ჯილდო: ექსპერტთა საერთაშორისო ჟიურიმ „red dot design award“ ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის გადასცა ახალ მოწინავე ავტომობილს რუსელშეიმიდან.



„red dot“ დაჯილდოვება ხდება 1955 წლიდან, ესენში, North Rhine-Westphalia Design Centre–ის ეგიდით და ეს არის ერთ–ერთი უდიდესი, ყველაზე კარგად ცნობილი და პოპულარული ჯილდო ამ დარგში. შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმებია ინოვაციის დონე, ფუნქციონალურობა და შესაბამისი პროდუქტის ხარისხი.

რუსელშეიმში, ევროპული დიზაინის ცენტრში შექმნილმა Insignia–მ შემოიღო Opel–ის ახალი დიზაინური ხელწერა, რომლის დამახასიათებელი ლეიტმოტივია გერმანული სიზუსტით შესრულებული დახვეწილი დიზაინი. მარკ ადამსი (Mark Adams), GM Europe–ს ვიცე–პრეზიდენტი დიზაინის დარგში: „ეს პრიზი უდიდესი ჯილდოა ჩვენი გუნდისთვის. ის აჩვენებს, რომ Opel–მა სწორი ნაბიჯი გადადგა დინამიური Insignia–ს შექმნით.“

ვაჭრობის თემაზე მომუშავე ევროპელმა ჟურნალისტებმა უკვე დაასახელეს ეს ავტომობილი ევროპის „Car of the Year 2009“ პრიზის მფლობელად. გარდა ამისა, Insignia–მ მოიგო მრავალი სხვა ჯილდო, როგორიცაა Autobest–ის ჟიურის მიერ დაწესებული პრიზი საუკეთესო დიზაინისთვის „Best design“ და British Top Gear ჟურნალის მიერ დაწესებული წოდება „Executive Car of the Year“.

ჯილდოს „red dot“ წარსულში ასევე ყოველთვის აძლევდნენ იმ კომპანიებს, რომლებიც წარადგენდნენ ინოვაციურ დიზანის, მათ შორისაა Apple, Nokia და Opel. Opel–ის კიდევ სამი მოდელი: Opel GT, Astra GTC და Astra G 1988 წლის შემდეგ უკვე ჩაიწერა „red dot“–ით დაჯილდოებული დიზაინების წიგნში. გასულ წელს, Opel Flextreme გახდა Opel–ის მეოთხე ავტომობილი, რომელსაც დიზაინის იდეისთვის მიენიჭა პრიზი „red dot“.

წელს 49 ქვეყნის 1400 კომპანიამ ჯამში გაგზავნა 3231 განცხადება დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. „ამჯერად ექსპერტთა ჟიურისთვის უკიდურესად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან მაღალი დონის პროდუქტთა რაოდენობა ძალზე დიდი იყო“ – განმარტავს იან სოტებირი (Jan Sötebeer), „red dot“–ის პროექტის მთავარი მენეჯერი – „მსურს, ჟიურის სახელით გულთბილად მივულოცო Opel–ს.“