საიტით სარგებლობის პირობები

მოცემულ ინტერნეტ-საიტს (შემდგომში “საიტი”) იყენებს შპს “ჯენერალ მოტორზ დსთ”, კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით და აქვს შემდეგი იურიდიული მისამართი: 119019 რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, გოგოლის ბულვარი, 11 (შემდგომში “ოპელი”).

1. ინტელექტუალური საკუთრება
მოცემულ საიტზე მოთავსებული ყველა მასალა წარმოადგენს ოპელის ინტელექტუალურ საკუთრებას.ამ მასალის კოპირება ან აღწარმოება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც მომხმარებელი მას ეცნობა “on-line” რეჟიმში. მიუხედავად ზემოთქმულისა,თქვენ უფლება გაქვთ სრულად გახსნათ საიტის გვერდები და მიიღოთ ასლი თქვენი პირადი სარგებლობისთვის. Opel-ს შეუძლია დროდადრო მოგცეთ საშუალება, რომ საიტიდან ჩატვირთოთ პოსტერები (ე.ი. დეკორატიულ-სარეკლამო ხასიათის პლაკატები), საეკრანო თავხატულობები და ზოგიერთი სხვა უტილიტები.



2. ბმული საიტზე
თუ თქვენ გსურთ გააკეთოთ ბმული მოცემულ საიტზე, ამ ბმულმა მომხმარებელი უნდა მიიყვანოს საიტის მთავარ გვერდზე (“Home Page”)

3. ინფორმაციის სიზუსტე
მასალები, განთავსებული მოცემულ საიტზე, განკუთვნილია საქართველოს ოპელის კლიენტებისათვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნებში. ოპელი არ დაიშურებს ენერგიას, რათა საიტზე განთავსებული მონაცემები იყოს ზუსტი და აქტუალური, მაგრამ ოპელი არ არის პასუხისმგებელი არავითარ პრეტენზიასა და ზარალზე, რომელიც განპირობებულია საიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებისას. ოპელი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები პროდუქციის ჩამონათვალსა და სპეციფიკაციაში. პროდუქციაზე რეალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ოპელის ოფიციალურ დილერებს.

4. მონაცემთა დაცვა
ოპელი სათანადო ყურადღებით ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს კონფიდენციურობის რეჟიმს საიტის ყოველი სტუმრის პერსონალური მონაცემების შესახებ. მოცემული განყოფილება შეიცავს როგორც იმ მონაცემთა აღწერას, რომელთა შეგროვებაც ოპელს შეუძლია ამ საიტის მეშვეობით, ისე იმას, თუ როგორ შეიძლება ეს მონაცემები გამოყენებული იქნეს ოპელის მიერ.

პერსონალური მონაცემები
ოპელი არ აგროვებს მონაცემებს, რომლებიც თქვენი პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა (ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის ნომერი) (შემდეგ-“პერსონალური მონაცემები”), თუ თქვენ თვითონ, ნებაყოფლობით, არ მოგვაწვდით ამგვარ მონაცემებს. თქვენს მიერ ოპელისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, ოპელი თქვენზე ამ ინფორმაციას შეინახავს და გამოიყენებს მარკეტინგული მიზნებისათვის, გაყიდვის დონის შესწავლისთვის, ასევე, თქვენთან კონტაქტისთვის. ოპელს, აგრეთვე შეუძლია მიაწოდოს ამგვარი ინფორმაცია Opel (შემდეგ-“ჯგუფი Opel”) კორპორაციის საერთაშორისო ქსელის კომპანიებს, ასევე, თავის დილერებს იმ მიზნებისთვის გამოსაყენებლად, რაც ზემოთაა მითითებული.

ავტომატურად შეგროვილი ინფორმაცია, რომელიც არ განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს.

ზოგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება შევკრიბოთ ინფორმაცია, რომელიც არ ეხება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ამგვარი ინფორმაციის მაგალითებია თქვენს მიერ გამოყენებული ვებ-ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემის ტიპი და აგრეთვე საიტის დომენური სახელი, რომლის მითითების საშუალებით მოხვდით თქვენ ჩვენს საიტზე ან სარეკლამო განცხადებაზე.

ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად შევინახოთ თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე

თქვენი საიტის გაცნობისას, ჩვენ შეგვიძლია განსაზღვრული ინფორმაცია შევინახოთ თქვენს კომპიუტერში. ეს ინფორმაცია შეიძლება იქნეს შენახული ინტერნეტ “Cookies”-ს ფორმატში ან ანალოგიურ ფაილებზე იმისათვის, რომ მომავალში ჩვენ უზრუნველვყოთ დამატებითი მომსახურება. მაგალითად, “Cookies” შეუძლია უზრუნველჰყოს ვებ-გვერდის ან სარეკლამო განცხადების პერსონალური აწყობა თქვენი პროფილის ან პირადი გემოვნების გათვალისწინებით. ვებ-ბრაუზერების უმრავლესობას შესაძლებლობა აქვს მოაცილოს “Cookies” თქვენი მყარი დისკიდან თუ ეს საჭიროა, ასევე დაბლოკოს ყველა “Cookies”, ან წინასწარ შეგატყობინოთ თქვენ ვიდრე მოხდება მათი შენახვა თქვენს კომპიუტერში. ამ ფუნქციების უკეთ გაცნობისათვის, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ თქვენი ვებ-ბრაუზერის ინსტრუქცია ან მიმართოთ დახმარების მენიუს.

საკონტაქტო ინფორმაცია
თუ თქვენ ოპელს წარუდგინეთ პერსონალური მონაცემები და გსურთ, რომ ეს ინფორმაცია შეიცვალოს, ან ამოღებული იქნეს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, ან თუ თქვენ გსურთ გაიგოთ, თუ რა პერსონალური მონაცემები გაგვაჩნია თქვენზე, შეგიძლიათ შეკითხვით მოგვმართოთ ზემომითითებულ მისამართზე. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვას.

5. კანონმდებლობა
წინამდებარე საიტი შეიქმნა და გამოიყენება საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ საიტთან დაკავშირებით ნებისმიერი დავის გადასაწყვეტად გამოიყენება საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობა და საქართველოს სახელმწიფოს სასამართლოებს გააჩნიათ განსაკუთრებული იურისდიქცია ასეთი დავების გადაწყვეტისას.

Opel-ი დღეს _ მუდმივი ზრდა და განვითარება
Opel-ის ავტომობილების წარმოების დაწყება თარიღდება 1899 წლით, როდესაც წლის მანძილზე გამოშვებული იქნა მხოლოდ 11 ავტომობილი. 2002 წელს კი Oპელ და Vauxhall-ის თითქმის 1,6 მილიონი სამგზავრო და კომერციული ავტომობილი იქნა გამოშვებული დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ექვს ქვეყანაში განლაგებულ ცხრა საწარმოო და ამწყობ ქარხნაში. ევროპის ფარგლებს გარეთ Opel –ის ავტომობილების გამოშვება, მათ შორის, იმ ავტომობილების, რომელთათვისაც გამოყენებულია Opel-ის ტექნოლოგიები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 13 ქარხანაში ხდება.
Opel/Vauxhall პროდუქციის გაყიდვა სხვადასხვა სავაჭრო მარკით, ხუთივე კონტინენტის დაახლოებით 170 ქვეყანაში ხორციელდება.
თავისი დაფუძნების წლიდან (1862) კომპანია Opel-ი ცდილობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევები ხელმისაწვდომი გაეხადა საზოგადოების ყველა ფენისათვის. ამგვარი ფილოსოფიით ხელმძღვანელობს კომპანია დღესაც. eს მრწამსი თანმიმდევრულად ინერგებოდა Opel-ის განვითარების ყველა ეტაპზე, დაწყებული საკერავი მანქანების, შემდეგ კი _ ველოსიპედების წარმოებით. დღეს ეს ფილოსოფია საფუძვლად უდევს Opel-ის ნებისმიერი ავტომანქანის შექმნას.
მსოფლიო ბაზარზე Opel-ს მყარი მდგომარეობა აქვს, რადგან ეყრდნობა ავტომობილების შექმნის ოთხ “ქვაკუთხედს”:

- სალონის მრავალფუნქციურობა და მოქნილი კონფიგურაცია:
- სიმძლავრე და დინამიზმი:
- თანამედროვე და განუმეორებელი დიზაინი:
- უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემები.


„რადგან Opel South East Europe Kft. წარმოადგენს Opel Corporation (“Opel”)-ის ფილიალს, Opel-ის ძირითადი აქტივების გაყიდვის შემთხვევაში თქვენი პირადი ინფორმაცია გადაცემულ იქნება იგივე მიზნებისათვის, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება“