საგარანტიო ვალდებულებები Opel-ის ავტომობილის ყიდვისას
1. კომპანია ოპელი, დაწყებული 2003 სამოდელო წლიდან, გარანტიას იძლევა, რომ ავტომობილის სწორი ექსპლუატაციის პირობებში და ქვემოთ მითითებული წესების დაცვისას, სამგზავრო ავტომობილის ყველა დეფექტს უფასოდ აღადგენს 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში კომპანიის რწმუნებული დილერის მიერ მისი გაყიდვის თარიღიდან ან ავტომობილის პირველი რეგისტრაციის მომენტიდან, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე მოხდა. დაწვრილებითი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ოპელის რწმუნებული დილერისგან.
2. კომპანია ოპელი გარანტიას იძლევა, რომ მანქანის ძარის ლითონის პანელებს არ ექნება გამჭოლი კოროზია 12 წლის განმავლობაში (გარდა: Omega B, Speedster-10წელი, Frontera-6 წელი) ახალი ავტომობილის პირველი გაყიდვის ან მისი პირველი რეგისტრაციის მომენტიდან, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე მოხდა და თუ დაცული იქნება მწარმოებელის მითითებები მსუბუქი ავტომობილის მოვლა-პატრონობის შესახებ ( იხ. ექსპლოატაციის წესები), განსაკუთრებით, მდგომარეობის შემოწმების რეგულარული ჩატარებისა და ძარის ანტიკოროზიული დამცავი საფარის დაზიანების დროული აღდგენის შემთხვევაში ისე, როგორც მითითებულია მოცემულ სერვისის ბუკლეტში.
3. არსებული გარანტიის ჩარჩოებში ვალდებულება განისაზღვრება ავტომობილის უფასო რემონტით, რომელსაც ასრულებს Opel-ის რწმუნებული დილერი ან ტექნიკური მომსახურების ავტორიზებული სადგური. რემონტის დროს გამოყენებულ დეტალებზე ვრცელდება იგივე გარანტია, რაც ავტომობილზე, საგარანტიო ვადის გასვლამდე, რაც მითითებულია პუნქტში 1. რემონტის დროს მანქანიდან ამოღებული დეტალები გადადის კომპანია Opel-ის საკუთრებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
4. საგარანტიო მომსახურების შესახებ მოთხოვნა უნდა მიეწოდოს Opel-ის კომპანიის რწმუნებულ დილერს ან ტექნიკური მომსახურების ავტორიზებულ სადგურს. ამასთან, წარდგენილ უნდა იქნას სერვისის წიგნაკი ახალ ავტომობილზე გარანტიით და კომპანია Opel-ის სერვისის საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილია დილერის მიერ, რომელმაც ავტომობილი გაყიდა.
5. საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ფილტრების გამოცვლაზე, აგრეთვე, იმ დეტალებზე, რომლებიც ექვემდებარება ბუნებრივ ცვეთას, მაგალითად: გადაბმულობის დისკის ფრიქციული ზესადებები, მუხრუჭის ხუნდები, მინასაწმენდის ჯაგრისები და სხვა.უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თქვენ მიიღებთ ოპელის კომპანიის რწმუნებული დილერისაგან.
6. კომპანია ოპელის საგარანტიო ვალდებულება არ ვრცელდება ავტომობილის საბურავებზე.საბურავების რეკლამაციები უნდა გადაეგზავნოს მათ მწარმოებელს.
7. მფლობელი კარგავს საგარანტიო მომსახურებას იმ შემთხვევაში , თუ მოუწესრიგებლობის მიზეზია შემდეგ ვითარებათაგან ერთ-ერთი:
ა) ავტომობილის არასწორი ექსპლუატაცია ან მისი გადატვირთვა:
ბ) ^თუ ავტომობილს რემონტი ან ტექნიკური მომსახურება ჩაუტარა მესამე მხარემ, რომელიც არ წარმოადგენს რწმუნებულ დილერს ან კომპანია ოპელის ტექნიკური მომსახურების ავტორიზებულ სადგურს, რის შესახებაც იცოდა ავტომობილის მფლობელმა, ან
გ) გამოყენებული იყო ის საწვავ-საპოხი და სხვა სახარჯი მასალები,
რომლებიც არ იყო კომპანია ოპელის მიერ რეკომენდირებული:
დ) ავტომობილზე იყო დაყენებული დეტალები, ან ჩატარებული იყო
ცვლილებები ავტომობილში, რომელიც არ იყო ნებადართული კომპანია
ოპელის მიერ, ან
ე) არ იყო დაცული კომპანია ოპელის ინსტრუქცია ავტომობილის
ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების, ან მოვლის შესახებ (მაგალითად,
ინსტრუქციის დებულებები ექსპლუატაციის შესახებ) და, კერძოდ, ტექნიკური
მომსახურების სარეგლამენტო სამუშაოები, რაც გათვალისწინებულია
სერვისის ბუკლეტით, ან
ვ) ავტომობილის მფლობელმა მაშინვე არ განაცხადა დეფექტის შესახებ,
რომელიც მის მიერ იყო შენიშნული ავტომობილის მიღებისას ან
მოგვიანებით იქნა გამოვლენილი და პუნქტი 4-ის შესაბამისად არ მოითხოვა
მისი გამოსწორება.
8. მფლობელი კარგავს გარანტიაზე უფლებას , თუ ძარას გამჭოლი კოროზია
უჩნდება და ძარის ლაქისა და საღებავის, ან ძარის დამცავი საფარის დაზიანების მიზეზია მექანიკური ან ქიმიური ზემოქმედება (მაგალითად, ქვის ნამსხვრევი ან ღორღი, ჟანგი, მჟავების ან გაზის სამრეწველო გამონაშხეფი და ა.შ.) და ავტომობილის მფლობელმა დროულად არ მიმართა Opel-ის რწმუნებულ დილერს ამ დაზიანებების აღმოსაფხვრელად.
9. ყველა საგარანტიო რეკლამაცია ძალას კარგავს იმ საგარანტიო პერიოდის
გავლის შემდეგ, რაც მითითებულია პუნქტში #1. იმ გაუმართაობის შემთხვევაში, რომლის შესახებაც ავტომანქანის მფლობელს განცხადებული ჰქონდა საგარანტიო ვადის გასვლამდე, საგარანტიო მომსახურება შენარჩუნდება ამ გაუმართაობების აღმოფხვრამდე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მსგავს გაუმართაობაზე საგარანტიო პერიოდს ვადა გაუდის ორი თვის შემდეგ ბოლო დეფექტის აღმოფხვრიდან ან კომპანია ოპელის დილერიდან, ტექნიკური მომსახურების ავტორიზებული მომსახურების სადგურიდან ან თვით კომპანია ოპელიდან გაუმართაობის აღმოფხვრის ან მისი არარსებობის შესახებ დადასტურების მიღების მომენტიდან.
10. გარანტია არ ვრცელდება ისეთ დაზიანებებზე, რომელიც წარმოიქმნება
გადაულახავი ძალების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა: სტიქიური
უბედურება, ტექნოგენური კატასტროფები, ტერორისტული აქტები,
აფეთქებები, საომარი მოქმედებები, სამოქალაქო არეულობები, ვანდალიზმის
აქტები , რევოლუცია, ხანძარი და ა.შ.
11. კომპანია Adam Opel AG არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას იმ
დამატებით პირობებზე ან გარანტიებზე, რომელიც შემოთავაზებულია
ავტომობილის გამყიდველის, Opel–ის რწმუნებული დილერის მიერ და
რომელიც სცილდება წინამდებარე გარანტიის პირობების ჩარჩოებს.