გადამუშავებაზე / მეორად გამოყენებაზე ორიენტირებული კონსტრუქცია

მიზანი: ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც თავიდანვე გამოსადეგია მეორადი გამოყენებისათვის, მისი გადამუშავების პროცესის ეფექტურობის ზრდის მიზნით.

Opel-ის სტრატეგია - გადამუშავებისათვის გამოსადეგი კონსტრუქციების შემუშავება - არის წარმოებისადმი კომპანიის საპასუხისმგებლო მიდგომის ნაწილი. ამ სტრატეგიას გააჩნია ორი მიზანი: პირველი, ავტომობილების წარმოების პროცესში ნარჩენების რაოდენობის შემცირება; მეორე, ავტომობილების ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ მათი უტილიზაციისას ნარჩენების რაოდენობის შემცირება. ეს ხელს უწყობს მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

Opel-ის სტრატეგია ეფუძნება ორ პრინციპს:

• კონსტრუქცია, რომელიც ორიენტირებულია გადამუშავებაზე მეორადი გამოყენებისათვის / წინასწარ მომზადებაზე გადამუშავებისათვის
• ავტომობილების წარმოების პროცესში მასალების გამოყენების ”ციკლების” შემუშავება და რეალიზება:

შემუშავება
"მეორადი გამოყენების მიზნით გადამუშავებაზე ორიენტირებული კონსტრუქცია"
ექსპლუატაციის ვადის შეფასება
უარი მავნე მასალების გამოყენებაზე
გამოყენება
ავტომობილების უტილიზაცია დილერების მიერ
(მენეჯმენტი უტილიზაციის სფეროში)
სათადარიგო ნაწილები
წარმოება
გადამუშავებისა და მეორადი გამოყენებისათვის გამოსადეგი მასალების
(”მრავალჯერ გამოსაყენებელი მასალების”) გამოყენება
მეორადი გამოყენება
ავტომობილების შემადგენელი მასალების მეორადი გამოყენება;
დაშლა,
ევროკავშირის დირექტივები

საპასუხისმგებლო მიდგომა ინტეგრირებული პროდუქტის მიმართ


პროდუქციის შექმნის ყველა ეტაპზე ზემოაღნიშნული მიზნების გათვალისწინებისათვის Opel-ის კონსტრუქციაზე მომუშავე ყველა გუნდი უნდა ასრულებდეს ” გადამუშავების / მეორადი გამოყენებისათვის პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის” რეკომენდაციებს. მათი მიზანია Opel-ის ინჟინრების და მიმწოდებლების დახმარება ისეთი ავტომობილების და ცალკეული კომპონენტების შექმნაში, რომლებიც ორიენტირებულია გადამუშავებაზე მეორადი გამოყენებისათვის. ეს პროცესი ასევე ეხმარება ინჟინრებს გაანალიზონ დეტალების, კლომპონენტების და ავტომობილების ვარგისიანობა გადამუშავებისა და მეორადი გამოყენებისათვის და დაადგინონ, თუ რამდენად მარტივი იქნება ამ დეტალების უტილიზაცია მათი ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გადამუშავებაზე / მეორად გამოყენებაზე ორიენტირებული მასალების შერჩევა
მეორად გადამუშავებაზე ორიენტირებული კონსტრუქცია
ავტომობილის კონსტრუქცია გარემოს
ავტომობილის კონსტრუქცია მარტივი დემონტაჟისათვის

კონსტრუქციის ელემენტები მეორადი გადამუშავებისათვის

Opel-ი იყენებს მასალებს, რომლებიც ვარგისია მეორადი გამოყენებისათვის, ე. წ. ”მრავალჯერ გამოსაყენებელ მასალებს”, თუ მათი გამოყენება ტექნიკურად მისაღებია და ეკონომიურად სიცოცხლისუნარიანია.

მასალების გადამუშავების დარგში მომუშავე ჩვენი სპეციალისტების გუნდი ყველაფერს აკეთებენ პროდუქციის მაღალი ხარისხის და შესანიშნავი გარეგნობის უზრუნველყოფისათვის, მექანიკური და ტემპერატურული ზემოქმედების მიმართ მისი მდგრადობისათვის, და ასევე საექსპლუატაციო სტანდარტებისთვის შესაბამისობისათვის.

ამასთან, არანაირად არ ზიანდება საბოლოო პროდუქციის ხარისხი.

მართლაც, მარავლჯერ გამოსაყენებელი მასალების ხარისხი იმდენად მიუახლოვდა ”ერთჯერადად” გამოსაყენებელი მასალების ხარისხსს, რომ მათი გამოყენება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ იმ დეტალებით, რომლებიც თვალთახედვის არეს გარეთაა. ასეთი მასალები ეხლა გამოიყენება ავტომობილის ბევრი ხილული ნაწილების დამზადებისათვის.