Antara

აღჭურვილობა

ყველა ბორბლით მართვა. ყველა ბორბლით მართვა.

Opel Antara აღჭურვილია ელექტრონულად კონტროლირებადი, ყველა ბორბლით მართვადი სისტემით. მართვის ნორმალურ პირობებში ძალა მიეწოდება წინა ბორბლებს. ამასთან, რთულ ან მოყინულ გზაზე ძალა ავტომატურად ნაწილდება ყველა ბორბალზე, წინა და უკანა ბორბლებით მართვის 50:50 ფარდობითი შესაძლებლობებით, ოპტიმალური რეაგირებისთვის.

მართვის ელექტრონული სიტემები. მართვის ელექტრონული სიტემები.

Opel Antara იყენებს კარგად განვითარებულ, მძღოლის დამხმარე სისტემებს, რათა გაზარდოს უსაფრთხოების დონე.
გარდა მისი ნორმალური ფუნქციისა, ABS ასევე გთავაზობთ შემდეგს:
• მუხრუჭის კონტროლი მოსახვევში (CBC), რაც ამცირებს სამუხრუჭე წნევას შიდა ბორბლებზე და ამით აუმჯობესებს სტაბილურობას მოსახვევში დამუხრუჭებისას.
• ჰიდრავლიკური მუხრუჭის დახმარება (HBA), რაც ავტომატურად ზრდის სამუხრუჭე წნევას როდესაც მძღოლი ძლიერად აჭერს მუხრუჭს, წნევა თანდათანობით აღწევს მაქსიმუმს და მნიშვნელოვნად მცირდება დამუხრუჭების მანძილი.

Opel Antara–ზე მორგებული ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა (ESP®) შეიცავს მოცურების კონტროლისა (TC) და დაღმართზე მოძრაობის კონტროლის (DCS) სტანდარტულ სისტემებს.

ამ სისტემებისა და ყველა ბორბლით მართვის გონივრული სისტემის შეთანხმებული მუშაობა არამარტო მართვით გამოწვეული სიამოვნებისა და კომფორტის მაღალ დონეს იძლევა, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოებას.

დაღმართზე მოძრაობის კონტროლის სისტემა (DCS). დაღმართზე მოძრაობის კონტროლის სისტემა (DCS).

Opel Antara აღჭურვილია დაღმართზე მოძრაობის კონტროლის სისტემით, როგორც სტანდარტული მოწყობილობით. DCS–ს გააქტიურებით ნარჩუნდება მუდმივი სიჩქარე დაღმართზე, რომელიც წინასწარ იყო შერჩეული აქსელერატორის პედალზე დაჭერით.

ავტომატური ტრანსმისია ავტომატური ტრანსმისია

5-სიჩქარიანი ActiveSelect® ავტომატური ტრანსმისია სტანდარტულია 3.2 V6 ECOTEC® ძრავისათვის, 2.0 CDTI ECOTEC® (110 კვ) ძრავაზე კი ეს ტრანსმისია ოფციაა.

მობილური ტელეფონის პორტალი მობილური ტელეფონის პორტალი

ხმის კონტროლითა და Bluetooth™ ინტერფეისით. მობილური ტელეფონის პორტალში მოთავსებისას იგი ირთვება რადიო და ტელე-გადაცემების სისტემაში, რადიოსისტემის დისტანციური მართვისა და ინფორმაციის გრაფიკული დისპლეის (GID) რეჟიმში.

ელექტრულად რეგულირებადი სავარძელი ელექტრულად რეგულირებადი სავარძელი

ახალი „Opel Antara”-ს მძღოლის სავარძელი აღჭურვილია ელექტრო ამძრავით, რომლის დახმარებითაც სავარძელი 8 სხვადასხვა პოზიციაზე დგება.

DVD 100 Navi DVD 100 Navi

სალონში დამონტაჟებული DVD-ROM აღჭურვილია ევროპის 21 ქვეყნის სანავიგაციო და რუქის კომპიუტერული პროგრამით. შესაძლებელია სატრანსპორტო საცობების შესახებ TMC შეტყობინებების დაუყოვნებლივ მიღება, რაც იძლევა სამომავლო მოგზაურობის ოპტიმალური დაგეგმვის საშუალებას.

ორი მიმართულებით რეგულირებადი ლუკი ორი მიმართულებით რეგულირებადი ლუკი

ელექტრულად მართული დახრილი და მცურავი ლუკი უზრუნველყოფს ჰაერის ვენტილაციას და გამორიცხავს მანქანის სალონში გამჭოლ ქარს. მართვის მოწყობილობა მოხერხებულადაა დამონტაჟებული წინა ნათურებთან. იგი ასევე, იცავს მძღოლს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.

პარკინგის დახმარების სისტემა პარკინგის დახმარების სისტემა

ავტომობილის კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებული სენსორები ააქტიურებს აკუსტიკურ გამაფრთხილებელ სიგნალს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პოტენციური საფრთხე მანქანის პარკინგთან დაკავშირებით. სისტემის გათიშვა ხდება კონსოლის ცენტრში მოთავსებულ ღილაკზე ხელის დაჭერით.

მაშუქები მაშუქები

სტანდარტული ნისლსაწინააღმდეგო ფარები შემალულია ქვედა ნიშებში. ქსენონის წინა ფარები, სიმაღლის დინამიკური რეგულირების მექანიზმითა და მაღალი წნევის რეცხვის სისტემით, ოფციაა.

საბურავის წნევის რეგულირების სისტემა საბურავის წნევის რეგულირების სისტემა

საბურავში წნევის დაცემის შესახებ ინფორმაცია გამოდის მოწყობილობის პანელზე, ხოლო ინფორმაციის გრაფიკული დისპლეი (GID) ან ინფორმაციის ფერადი დისპლეი (CID) მიუთითებს შესაბამის საბურავზე.

მისაბმელის რვილი მისაბმელის რვილი

საწევარა ადვილად ებმება და ეხსნება ავტომობილს.

სალონში კლიმატის რეგულირების სისტემა (ECC). სალონში კლიმატის რეგულირების სისტემა (ECC).

შეარჩიეთ სასურველი ტემპერატურა და ისიამოვნეთ! ტემპერატურა ავტომანქანის სალონში შენარჩუნდება თქვენს მიერ მითითებულ მაჩვენებელზე, რასაც უზრუნველყოფს ელექტრონული მართვის სისტემა. გაგრილების ფუნქცია აქვს სალონის საბარგულს

სისტემა FlexOrganizer® სისტემა FlexOrganizer®

„Antara” აღჭურვილია მისაბმელი ადგილებით FlexOrganizer® სისტემისათვის. გონებამახვილურად მოფიქრებულ „დატვირთვის მარეგულირებელ” სისტემაში შედის რელსები, რომლებზეც შესაძლებელია გამყოფების/ტიხრების, ბადეებისა ან შესანახი მოწყობილობის დამაგრება.

სახურავზე დასადგმელი საბარგული სახურავზე დასადგმელი საბარგული

სტილისტურად მოხდენილი, სახურავზე დამონტაჟებული ერთიანი რელსები უძლებს დიდი წონის ტვირთს. სტანდარტულია Aნტარა -ს ყველა მოდელისათვის.

ფანჯრები და სარკეები ელექტრო ამძრავით ფანჯრები და სარკეები ელექტრო ამძრავით

წინა და უკანა კარის ფანჯრები ელექტრული ამძრავით რეგულირდება. მანქანა აღჭურვილია ჩაკეტვის საწინააღმდეგო მექანიზმით (თუ მაგალითად, ხელი დაგრჩათ ფანჯარაში გაყოფილი, ფანჯარა არავითარ შემთხვევაში არ დაიხურება ავტომატურად, რათა ხელი არ ჩაგყვეთ მასში), ელექტროამძრავიანი სარკეები, ავტომატურად თბება (გაყინვისგან დასაცავად).

პერსონალური დაჩრდილვები. პერსონალური დაჩრდილვები.

ისინი მორგებულია გვერდით და უკანა ფანჯრებზე, ადვილად მაგრდება და ადგილზე რჩება ფანჯრების გაღების დროს.

წინა სავარძლები თბორეგულაციის სისტემით წინა სავარძლები თბორეგულაციის სისტემით

სავარძლების საზურგეებსა და ბალიშებში დამონტაჟებული დიდი ზომის თბო-ელემენტები ათბობს წინა სავარძლებს მინიმალურ დროში. შესაძლებელია სამი სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის დაყენება.

ტემპერატურული რეჟიმის სწრაფი აღდგენა ტემპერატურული რეჟიმის სწრაფი აღდგენა

ელექტრონული მართვის სწრაფი ლღობისა და გათბობის სისტემა. უზრუნველყოფს საქარე მინიდან კარგ ხედვას და მანქანის სალონის სწრაფად შეთბობას ყველაზე ცივ ამინდშიც კი. როგორც წესი, მუშაობს დიზელის ძრავაზე.

წვიმის სენსორი წვიმის სენსორი

დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკის კორპუსში. იგი აღნუსხავს ტენიანობას საქარე მინაზე და ააქტიურებს საქარე მინის საწმენდ „ჯაგრისებს”. „ჯაგრისების” სიჩქარე ავტომატურად რეგულირდება.

კრუიზ კონტროლი კრუიზ კონტროლი

კრუიზ კოტროლი წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ და ეკონომიურ (საწვავის თვალსაზრისით) მეთოდს დიდ მანძილზე მგზავრობისას. იგი აღჭურვილია სიჩქარის მომატებისა და დაკლების მექანიზმით, რომელიც აქტიურდება ფაქტობრივი სამგზავრო პირობების გათვალისწინებით.

ოთხი მიმართულებით რეგულირებადი საჭის სვეტი ოთხი მიმართულებით რეგულირებადი საჭის სვეტი

საჭის სვეტი იხრება და სრიალებს, რაც მანქანის მართვას სასიამოვნოს ხდის. ავტომობილს ასევე, გააჩნია საჭის მართვა გამაძლიერებლით, რომლის გაძლიერების ხარისხი იცვლება მოძრაობის სიჩქარის ცვლილებასთან ერთად.

საჭის დისტანციური მართვა საჭის დისტანციური მართვა

საჭეზე დამონტაჟებული დისტანციური მართვის სახელური თქვენს უსაფრთხოებას ემსახურება და აქვს თითების ანაბეჭდების ამოცნობის საინფორმაციო სისტემა და მობილური ტელეფონის პორტალი.