Astra TwinTop

აღწერილობა

მოქნილობა

ტექნოლოგიის ყველაზე დიდი მიღწევაა ისედაც მარტივი ქმედებების კიდევ უფრო გამარტივება.
როდესაც „Opel”-ის დიზაინერთა ჯგუფი ახალი „ Astra TwinTop”-ის შექმნაზე მუშაობდა, მისი წევრები ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მანქანა უნდა აემუშავებინათ დიზაინის დამუშავების პროცესშივე და სრულიად თავსებადი უნდა ყოფილიყო შერჩეულ დიზაინთან. ამავე დროს, მანქანას უნდა შესძლებოდა მგზავრთა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის გადაყვანა და მაქსიმალური ტვირთის გადაზიდვა.

Astra twintop

სახურავის ინოვაციური სისტემა

გადაწყდა აეწყოთ მაქსიმალურად მარტივი, სამი ნაწილისგან შემდგარი სედანი, ნაცვლად ფაკულტატიური ორნაწილიანი ავტომობილისა. შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ახალი ავტომობილის ნაწილების „დაკეცვა” სივრცის დაზოგვის მიზნით. ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ლუკის სრულიად უსაფრთხო გაღება-დახურვას 30 წმ-ზე ნაკლებ დროში და 30კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, არამედ საშუალებას აძლევდა დიზაინერებს, დაეპროექტებინათ მათთვის სასურველი სტილის ავტომობილი და არა ისეთი, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვდა. Cosmo შესრულლებაზე ლუკი ასევე, იღება და იხურება დისტანციური მართვის ღილაკის დახმარებით.

Astra twintop

მოძრაობის დინამიკა

Astra TwinTop -ის მართვა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, რაც „Opel” -ის სავალი ნაწილის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი დიზაინის დამსახურებაა, რომელიც კიდევ უფრო გაუმჯობესებულია მართვის ინტერაქტიული სისტემის ხარჯზე (IDS). მოცემული სისტემა უზრუნველყოფს საჭის მართვის, დამუხრუჭებისა და გაჩერების სინქრონიზაციას. IDS დაბალი შასის მდგომარეობა უზრუნველყოფს სწრაფ, მაგრამ თანაბარ მოხვევას, მაღალ განივ აჩქარებას, ზუსტ რეაქციას საჭის თვალზე, დამუხრუჭების მოკლე მანძილს და ეფექტურ სტაბილურობას სახიფათო მანევრირებისას. სისტემა იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენი მგზავრობა ავტომობილით აუცილებლად მშვიდობიანად დასრულდება.

Astra twintop

Never stop ... exploring.

Opel -ის უსაფრთხოების SAFETEC® სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის ყველა კომპონენტის ეფექტურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. Astra TwinTop –ის უსაფრთხოების სისტემის სულს და გულს წარმოადგენს გამაგრებული სამგზავრო უჯრედი. უსაფრთხოების მტკიცე გალია აღჭურვილია უსაფრთხოების დიდი წინა ბალიშებით და წინა გვერდითი ბალიშებით, უსაფრთხოების ღვედის წინა დამჭიმებით და ღვედის დაჭიმვის შემზღუდებით. წინა სავარძლებს უმაგრდებათ თავის დასადები.

Astra twintop