Astra TwinTop
აღჭურვილობა
წვიმის სენსორი
დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკის კორპუსში. ავტომატურად ააქტიურებს საქარე მინის საწმენდ „ჯაგრისებს” ნალექების რაოდენობისა და სიძლიერის მიხედვით. ელექტროქრომატული სარკე ავტომატურად მუქდება და ბლოკავს უკან მომავალი ავტომანქანის მაშუქების მკვეთრ სინათლეს.
გააღე და დაძარი
ავტომანქანაში ჩაჯდომისა და დაძვრის მაღალი სიზუსტით დამუშავებული სისტემა, ძალზედ მოსახერხებელია და ემსახურება მანქანის უსაფრთხოებას. „მძღოლის იდენტიფიცირების ბლოკს” (DRU) ინსტრუმენტების პანელზე აქვს დამატებითი კონტროლის მექანიზმი, მისი პროგრამის შეცვლა შესაძლებელია, თუ მანქანის მძღოლი შეიცვალა. ინსტრუმენტების პანელზე ღილაკზე „ჩართვა” (“Start”) ხელის დაჭერით ამუშავდება და გაჩერდება მანქანის ძრავი, ხოლო მანქანიდან გადმოსვლისას, სენსორის მოქმედებით კარი ჩაიკეტება და ჩაირაზება. ასევე დაიკეტება ღიად დარჩენილი ყველა ფანჯარა.
კრუიზ კონტროლი
როდესაც არსებული პირობები იძლევა ამის საშუალებას, მოცემული სისტემა უზრუნველყოფს სასურველი მუდმივი სიჩქარის შენარჩუნებას. მუდმივი სიჩქარის ავტომატი წარმოადგენს მანქანის მართვის ყველაზე მოსახერხებელ და ეკონომიურ (საწვავის თვალსაზრისით) მეთოდს.
რეგულირებადი საჭე
რეგულირდება ელექტროამძრავიანი საჭის დახრის კუთხე და გაბარიტები, რაც ქმნის ავტომობილის მართვის იდეალურ პირობებს.
მართვა საჭედან
Astra TwinTop -ის საჭეზე დამონტაჟებულია მრავალფუნქციური მართვის სახელურები რადიო-სატელევიზიო გადაცემების რეგულირებისათვის. რადიო, კომპაქტ-დისკი, MP3 პლეერი, ტელეფონი და სანავიგაციო სისტემა – შეგიძლიათ მართოთ ყველა ჩამოთვლილთაგანი ისე, რომ საჭეს ხელი არ გაუშვათ.
წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
ყველაზე ცუდ კლიმატურ პირობებშიც კი, როდესაც ნისლის გამო ხედვადობა ფაქტობრივად, ნულამდე დადის, ძლიერი ნისლსაწინააღმდეგო ფარები შესანიშნავად გაგინათებენ გზას. ფარები შესანიშნავი სპორტული დიზაინითაა დაპროექტებული.
სავარძლის სიმაღლის რეგულირება
წინა სავარძლების სიმაღლის რეგულირების მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად მოძებნოთ თქვენთვის მოხერხებული პოზა.
ელექტრული მართვის ფანჯრები და კარის სარკეები
ავტომობილის ყველა ფანჯარა ელექტრული მართვისაა. ასევე, ელექტრული მართვისაა კარების გარე სარკეები, რომლებიც ავტომატურად თბება.
კონსოლი ლუკის ჩამრთველით
სალონის უკანა ხედვის სარკის ზემოთ დამონტაჟებულია ზედა განათების კონსოლი, რომელშიც მოთავსებულია ლუკის ჩამრთველი. ადვილი მისაგნები და მარტივი მოსახმარია
მანქანისა და ლუკის დისტანციური მართვა
სტანდარტულია „Cosmo”-სთვის და ოფციური ” Enjoy„-სთვის. ლუკის მართვა დისტანციურად მანქანის გასაღების მეშვეობითაც შეიძლება.
სავარძლის გათბობა
ყველა წინა სავარძელს აქვს თბორეგულირების სისტემა, რომელიც მუშაობს და იმართება ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული ღილაკებით.
ტემპერატურული რეჟიმის სწრაფი აღდგენა
ელექტრონული მართვის გათბობის დამხმარე სისტემა, რომელიც ათბობს მანქანის სალონს და სწრაფად ალღობს ყინულს საქარე მინაზე მიუხედავად მანქანის ძრავის ტემპერატურისა.
ჰაერის ნახევრადავტომატური ვენტილაცია (SAC)
ერთზონიანი ბლოკი მუშაობს სისტემით, რომელიც წინასწარ ანგარიშობს მანქანის სალონის ტემპერატურას, რათა მისი ტემპერატურული რეჟიმი მუდმივი იყოს. კლიმატურ სისტემაში შედის მზის სენსორი და ორი ტემპერატურული სენსორი. ვენტილატორი რეგულირდება ავტომატურად სისტემის პროცესორის დახმარებით საჭირო გამაგრილებელი სიმძლავრისა და ტემპერატურული პარამეტრების მიხედვით, ხოლო ჰაერის განაწილების რეჟიმი იმართება ხელით.
წელის საყრდენი
როგორც სავარძლის შემადგენელი ნაწილი, წელის საყრდენი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ სავარძლის საზურგის ფორმა და დახრილობა.