Corsa
მანქანის მართვის ტენდენცია
სპეციალურად გამოშვებული ეს მოდელი მისი განსაკუთრებული მახასიათებლებით აკმაყოფილებს Corsa-ს ყველაზე პრეტენზიულ ფანებსაც კი. დავიწყოთ იმით, რომ კორპუსი შეფერილია ძალზე სასურველი თეთრი ფერით Casablanca, რაც მოდურ ელეგანტურობას უსვამს ხაზს, ხოლო შავი ჭერი და მუქი ფერის 17” შენადნობის შემცველი საბურავები დრამატულ კონტრაქტს ქმნის. სპორტული დინამიკა ამ განსაკუთრებული მოდელის საკვანძო ელემენტია. გარეგნობის მხრივ, წინა მხარეს, ჭერსა და გვერდებზე მოთავსებული სპოილერები აშკარა გამოხატულებაა იმ მიზნის, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული გვერდითი გარსებითა და ქრომირებული საკვამლე მილით. ამას ემატება უბადლოდ მოწყობილი სპორტული საკიდარი, რაც გზის ყოველ მოსახვევში უზრუნველყოფს სასიამოვნო მგზავრობას. ახლა სალონში შევიდეთ - ამის გაკეთება ნამდვილად ღირს: ინტერიერსაც აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მძღოლის გული სიხარულით აძგერდეს:
გამორჩეულად შემუშავებული ეს მოდელი აკმაყოფილებს მაღალი კლასის მიმართ წაყენებულ განსაკუთრებულ მოთხოვნებს:

- Casablanca თეთრი საღებავით დაფარული კორპუსი, ბზინვარე შავი ჭერი
- გარე სარკეები თბება და პოზიციის შერჩევა ელექტრონულად ხდება, გაწყობილია შავ-თეთრით
- OPC Line პაკეტ 1-ში შედის წინა სპოილერი, უკანა ბუფერის გარსი, ჭერის სპოილერი, გვერდითი გარსები კორპუსის ფერში, გამონაბოლქვის ქრომირებული მილი
- 7 J x 17 შენადნობის შემცველი ბორბლები 5-მანიანი დიზაინითა და ბზინვარე შავი ფერით
- მუქ ფერში ტონირებული უკანა გვერდითი ფანჯრები და უკან გადასახსნელი ბორტის ფანჯარა
- შავი ფერის ბორბალი
- ორნამენტული ფარები, კორპუსი, მუქი ფერის, ქრომირებული
- გადასაკრავი: Fuse/Morrocana
- მუქ ფერში ტონირებული უკანა განათება
- ელექტრული ფერის წინა ფანჯრები
- ABS
- ორმაგი საბარგული იატაკზე
- ნისლსაწინააღმდეგო წინა ფარები
- დასაკეცი უკანა სავარძლების ნაწილი 1/3 : 2/3
- მძღოლის უმარტივესად მოსარგები სავარძელი
- დადაბლებული სპორტული შასი სპორტული საკიდრით
- დისტანციური საკონტროლო ცენტრალური ჩამკეტი რადიოსისტემა, უკანა გადასახსნელი ბორტისა და დისტანციურად გასახსნელი საწვავის ავზის ჩათვლით
- ტყავგადაკრული საჭე (არჩევითი)
ოთხი განსხვავებული ძრავაა გათვალისწინებული მოდელში Opel Corsa Limited Edition: 1.2 და 1.4 TWINPORT ECOTEC (59 კილოვატი/80 ცხ.ძ. და 66 კილოვატი/90 ცხ.ძ.), ისევე როგორც 1.3 CDTI (66 კილოვატი/90 ცხ.ძ.). ყველაზე მძლავრი ძრავაა 1.7 CDTI, 92 კილოვატი/125 ცხ.ძ., რომელიც შექმნილია მისთვის, ვისაც ძლიერი მანქანის მართვა იზიდავს.
* საწვავის მოხმარება, საშუალოდ: 4,8-6,1 l/100 კმ, ქალაქში: 6,2-8,0 l/100 კმ, ქალაქის საუკეთესო პირობებში: 4,0-5,0 l/100 კმ; CO2 გამონაბოლქვი, საშუალოდ: 129-146 გ/კმ (1999/100/EU სტანდარტის თანახმად). გთხოვთ გაითვალისწინოთ: გამოქვეყნებული რიცხვები შეილება იცვლებოდეს მოწყობილობისა და აქსესუარების მიხედვით.