Corsa
აღწერილობა
აღმოაჩინეთ OPEL CORSA.
გახადეთ ავტომობილის მართვა სასიამოვნო. Opel Corsa–ს აქვს ბრწყინვალე გარეგობა, შესანიშნავი ძრავები და უბადლო ტექნიკა. მოდით! რას უცდით?
აქ უამრავი გასართობია. იხილეთ გაბედული, დინამიკური დიზაინის, უბადლო მრავალფეროვნების შერწყმა მანქანის მართვის ამაღელვებელ გამოცდილებასთან. აღმოაჩინეთ Opel.
მოდით, ვიმოგზაუროთ
ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად მიდიხართ ან რას აკეთებთ. Opel Corsa და თქვენთვის სასურველი ადამიანები სიცოცხლეს ერთ დიდ ზეიმად აქცევენ!
გონივრული, უსაფრთხოების გარანტიით.
Opel Corsa–ს მრავალმხრივი აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემები უკვე ჭკვიანურადაა დასინქრონებული, მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად და მანქანის მართვით გამოწვეული სიამოვნების მისაღებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდუნდით! ისიამოვნეთ. თქვენ საიმედო ხელში ხართ.
მოდით... შეეხეთ
სწორი ადგილი. სწორი დრო. სწორი ატმოსფერო. გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების? ჩვენ გვჯერა!
გამოხატე შენი სტილი OPC Line–თან ერთად.
Opel Corsa–ს გამიზნულად შედგენილი და მიზნობრივად აგებული სისტემა დინამიურობას და სპორტულ ხასიათს ჰმატებს. ხელმისაწვდომია, როგორც ქარხნული არჩევითი ნაკრებები ან აქსესუარები, რომლებსაც თქვენი Opel–ის დილერი მოგაწვდით.
გსურთ შექმნათ საკუთარი სტილი?
მოდით!
თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.
Opel Corsa–ს კომფორტული აღჭურვილობის ინოვაციური სპექტრი საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ თქვენი სივრცე, შექმნათ საკუთარი კაბინა... და მიხედოთ მას! ამრიგად, სადაც არ უნდა გაემგზავროთ, ყოველთვის ისე იგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში.
მოდით, ვითამაშოთ თქვენი სპორტის სახეობის მიუხედავად, Opel Corsa–ს უნიკალური Flex-Fix® წაგიყვანთ იქ, სადაც მოქმედება ვითარდება.
გონივრული იდეები ამარტივებს ცხოვრებას.
ალბათ უამრავი დროის გატარებას აპირებთ თქვენს Opel Corsa–სთან ერთად. ამიტომ, უამრავი დრო დავხარჯეთ ამ ბრწყინვალე მარტივი იდეების შესამუშავებლად, რომ თქვენთვის ნამდვილად სასიამოვნო იყოს ყოველი წუთი.
გაუფრთხილდით ჩვენს სამყაროს ყველას ერთიდაიმავე სამყარო გვაერთიანებს და თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია გაუფრთხილდეს მას.
კომპანიაში Opel არამარტო სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირებაზე ვმუშაობთ, არამედ ვცდილობთ გამოვნახოთ ყველანაირად უფრო სუფთა და ეფექტური საწვავის რესურსები. მაგალითად, ამჟამად ვცდილობთ ნულამდე დავიყვანოთ გამონაბოლქვი, საწვავის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების საშუალებით. ფაქტობრივად, ჩვენ სხვა კუთხითაც ვცდილობთ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ გარემოს, რისთვისაც მკვეთრად შევამცირეთ წარმოების ნარჩენებით დაბინძურება შევქმენით ნარჩენების ჩაბარების ცენტრები მთელ ევროპაში. ამ გზით გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ფაზაში.
ეს იმიტომ, რომ თქვენი სამყარო ჩვენი სამყაროცაა.