Corsa

აღჭურვილობა

Opel Corsa ecoFLEX. Opel Corsa ecoFLEX.

ავტომობილი, რომლის მართვაც სასიამოვნოა, შეუფასებელია. ამ მოსაზრებით, Opel–ის ინჟინრებმა შექმნეს ძალზე ეკონომიური მანქანა, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს და CO2 გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს 105 გრ/კმ–მდე. კარგი მუშაობა შენარჩუნებულია 55 კვ (75 ცძ) 1.3 CDTI ძრავის კალიბრაციის ოპტიმიზაციით, გრძელ მანძილზე მგზავრობის პირობების გათვალისწინებით, აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად კორპუსის 20 მმ–ით დაწევით და რყევის მიმართ ნაკლები წინაღობის მქონე ბორბლების გამოყენებით. ახალი Opel Corsa ecoFLEX–ს ვარიანტებია 3-კარიანი Essentia ან Enjoy.
გარდა ამისა, წარმოდგენილია ეკოლოგიური 1.3 CDTI ECOTEC®, რომლის CO2 გამონაბოლქვი შეადგენს მხოლოდ 119 გრ/კმ და შეგიძლიათ შეუკვეთოთ მისი 5-კარიანი ვარიანტი – Essentia ან Enjoy.

მოქნილი ინტეგრირებული გადატანის სისტემა (Flex-Fix®). მოქნილი ინტეგრირებული გადატანის სისტემა (Flex-Fix®).

პირველად მსოფლიოში! მუდამ ხელთაა, მაგრამ არ ჩანს როდესაც არ იყენებთ. ეს ინოვაციური საშუალება დამალულია უკანა ბამპერში. დაბალი სიმაღლის წყალობით, შესაძლებელია ორი ველოსიპედის სწრაფად და მარტივად დამაგრება.

პანორამული ლიუკი. პანორამული ლიუკი.

„ღია სივრცის“ შეგრძნებას გაძლევთ ეს განსაკუთრებულად განიერი, ელექტროსისტემით მომუშავე მინის ლიუკი. მას აქვს გონივრულად მოფიქრებული აეროდინამიკა, ჩაშენებული ქარის დეფლექტორისა და ხმის ორკამერიანი ჩამხშობის ჩათვლით.

Park Pilot. Park Pilot.

Park Pilot ავტომატურად აქტიურდება უკან სვლის არჩევით და გამოსცემს ხმოვან გაფრთხილებას, როდესაც ავტომობილი ძალიან მიუახლოვდება საგანს, რომელსაც მძღოლი ვერ ხედავს.

საჭისა და სავარძლების გათბობა. საჭისა და სავარძლების გათბობა.

ამ კლასში უნიკალურია საჭის გათბობის შესაძლებლობა, რომ ხელები თბილად გქონდეთ ცივ ამინდში. მძღოლისა და მის გვერდზე მჯდომი მგზავრის სავარძელი ასევე შეიძლება გათბეს.

ჰალოგენური ფარების ადაპტირებადი სისტემა (AFL). ჰალოგენური ფარების ადაპტირებადი სისტემა (AFL).

ავტომობილის უსაფრთხო და დაუძაბავი მართვის მიზნით, ამ ინოვაციურ სისტემაში მკვეთრადაა გაზრდილი ღამით ხედვის შესაძლებლობა.

ჰაერის ბალიშების სისტემა. ჰაერის ბალიშების სისტემა.

ორეტაპიანი წინა ჰაერის ბალიშები (მძღოლისა და წინა მგზავრისთვის) უზრუნველყოფს შესანიშნავ პასიურ დაცვას. ოპტიმალური დაცვის მიზნით, ამას შეიძლება დაემატოს ოფციონალური გვერდითი და ზედა (ფარდა) ჰაერის ბალიშები (სტანდარტული Cosmo, GSi და OPC–სთვის).

კარიდან კარზე განათება. კარიდან კარზე განათება.

დაინახეთ სიბნელეში, თქვენი ახალი Opel Corsa–ს პარკირების შემდეგ. ჩართეთ სანამ დაკეტავთ კარს და ჩააქრობთ შუქს და რევერსიური განათება არ ჩაქრება 30 წამის განმავლობაში.

საჭის ელექტროგამაძლიერებელი  (EPS). საჭის ელექტროგამაძლიერებელი (EPS).

სიჩქარეზე დამოკიდებული საჭის ელექტრონული სისტემა გეხმარებათ პარკირების დროს და უზრუნველყოფს კარგ კონტაქტს გზაზე და მართვის სიზუსტეს, როცა სიჩქარე მაღალია.

წვიმისა და განათების სენსორები. წვიმისა და განათების სენსორები.

საქარე მინის მწმენდავები ავტომატურად აქტიურდება როცა საჭიროა, ხოლო სალონის განათება ავტომატურად იკლებს და ფარები ავტომატურად ინთება, საგზაო პირობების შესაბამისად.

კლიმატის ელექტრონული კონტროლი (ECC). კლიმატის ელექტრონული კონტროლი (ECC).

დაპატენტებული პროგნოზირებადი/ადაპტაციური კონტროლის სტრატეგიის გამოყენებით, Opel–ის ეს უნიკალური სისტემა სალონში უზრუნველყოფს სტაბილურ კლიმატს, სხვადასხვა გარემო პირობებში.

მგზავრობის კონტროლი. მგზავრობის კონტროლი.

იძლევა სიჩქარის შენარჩუნების შესაძლებლობას გრძელ დისტანციებზე, უფრო დაუძაბავი და ეკონომიური მართვისთვის. თითებით სიჩქარის არჩევა (მომატება/დაკლება) გამოგადგებათ ყველაზე ხშირ საგზაო პირობებში.

სალონის განათების კონტროლი. სალონის განათების კონტროლი.

დახვეწილი, მაგრამ გამოსაყენებლად მარტივი საკონტროლო სისტემა რადიოს, კლიმატის კონტროლისა და განათების ცენტრისთვის იყენებს დაბალ განათებას, რომ სალონში დაინახოთ ღამით.

დამხმარე საშუალებები (aux-in). დამხმარე საშუალებები (aux-in).

მობილური მოწყობილობები ყოველთვის უნდა მიუერთოთ გარნიტურის ჩამრთველს, მაგ., MP3 პლეერი და iPod®. სტანდარტული CD 30 MP3 და CD 60 Navi.

ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა   (ESP[sup]®Plus[/sup]). ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა (ESP®Plus).

მუხრუჭის კონტროლი ოთხ ბობალზე მოქმედებს მოხვევაზე ავტომობილის უკიდურესად არასაკმარისი რეაგირების დროსაც კი (როგორიცაა უეცარი მანევრების თავიდან აცილება), რომ შენარჩუნებული იქნას საერთო კონტროლი.

ადაპტირებადი განათება დამუხრუჭებისას. ადაპტირებადი განათება დამუხრუჭებისას.

30 კმ/სთ–ზე მაღალი სიჩქარეების დროს, ABS სისტემის ჩარევისას, წამში ხუთჯერ ინთება დამუხრუჭების განათება, რომ გააფრთხილოს უკან მომავალი ავტომობილები.

Easytronic®. Easytronic®.

Easytronic® ეფექტური და მარტივად გამოსაყენებელია, იგი აერთიანებს 5–სიჩქარიანი მექანიკური სიჩქარეთა კოლოფის უპირატესობებსა და ავტომატიკის სიმარტვეს. ისარგებლეთ Opel–ის ActiveSelect® სისტემით და შეცვალეთ ფუნქცია სიჩქარეთა სპორტული, ავტომატური გადართვით.

უკანა პანელი. უკანა პანელი.

უკანა პანელი შეგიძლიათ ამოიღოთ, რომ გაზარდოთ ბარგის დასადები ადგილი. იგი შეგიძლიათ მოხერხებულად მოათავსოთ მეორე რიგის სავარლების უკან.

ორმაგი ტვირთის დასადები იატაკი. ორმაგი ტვირთის დასადები იატაკი.

იატაკი შეგიძლიათ მოარგოთ, დაამაგროთ, ან მოაწყოთ ორ დონეზე, რაც საშუალებას მოგცემთ ჰორიზონტალურად გაყოთ საბარგული.

ბორტის კომპიუტერი. ბორტის კომპიუტერი.

იწერს საწვავის მოხმარებისა და მგზავრობის მნიშვნელოვან მონაცემებს. წაკითხვა ხდება ინსტრუმენტთა დაფაზე, გრაფიკულ საინფორმაციო ეკრანზე, ან ფერად საინფორმაციო ეკრანზე (შესაბამისი მოწყობილობის მიხედვით).

ბავშვის სავარძლები. ბავშვის სავარძლები.

Opel გთავაზობთ სხვადასხვა ასაკის ბავშვის რამდენიმე სავარძელს. ყველა მათგანი მაგრდება ISOFIX სამაგრით (მათ შორის, Top Tether Kit) და/ან სტანდარტული 3–წერტილიანი უსაფრთხოების ღვედით. ყველა სავარძელი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროკავშირის უახლეს სტანდარტებს, გვერდითი დარტყმისაგან დაცვის ჩათვლით.

პერსონალური დაჩრდილვები. პერსონალური დაჩრდილვები.

მორგებულია უკანა გვერდით და უკანა ფანჯრებზე.

ალუმინის დასამაგრებელი საბარგული. ალუმინის დასამაგრებელი საბარგული.

მყიფე და უსაფრთხო დასამაგრებელი საბარგული იკეტება და მისი მიმაგრება მარტვია. იგი მორგებულია Opel–ის ავტომობილების სახურავებზე დასამაგრებელი ელემენტების სრულ სპექტრზე, როგორიცაა ჭერზე დასამაგრებელი ყუთების, თხილამურების, ან ველოსიპედის დამჭერები.

სახურავის ყუთები. სახურავის ყუთები.

აირჩიეთ 4 ვარიანტიდან. ზომები იცვლება 1,330 x 860 x 370 მმ–დან 1,960 x 780 x 440 მმ–მდე. დამონტაჟებისთვის გამოიყენება სახურავზე დასამაგრებელი საბარგული.

გამოხატე შენი სტილი OPC Line–თან ერთად. გამოხატე შენი სტილი OPC Line–თან ერთად.

Opel Corsa–ს გამიზნულად შედგენილი და მიზნობრივად აგებული სისტემა დინამიურობას და სპორტულ ხასიათს ჰმატებს ავტომობილს.
ხელმისაწვდომია, როგორც ქარხნული არჩევითი ნაკრებები ან აქსესუარები, რომლებსაც თქვენი Opel–ის დილერი მოგაწვდით.