Insignia
აღწერილობა
აღმოაჩინეთ Opel Insignia
აღმოაჩინეთ დინამიკური დიზაინის, ინტუიციური ეგრონომიკითა და მანქანის ტარებით მიღებული სიამოვნების შესანიშნავი შერწყმა. აღმოაჩინეთ მანქანა, რომელსაც შეუძლია ფიქრი გზაზე.
განაცხადი განზრახვის შესახებ
დიზაინს შესწევს ძალა შეცვალოს მანქანის ტარებით მიღებული სიამოვნება. Opel Insignia სიძლიერეს ასხივებს და თან მოქნილი და მიმზიდველია. მისი სრულყოფა ეჭვგარეშეა.
ესთეტიკის კოეფიციენტი
დიზაინს უფრო დიდი ზომები აქვს, ვიდრე ამას ადამიანის თვალი ამჩნევს. Opel Insignia შექმნილია ზედმიწევნით გათვლით, ისეთი დეტალური გაანგარიშებით, რომ დაკიდებული კომპონენტებიც კი აეროიდინამიკურად ოპტიმიზირებულია. შედეგად მიღწეულია ამ კლასის ერთ–ერთი ყველაზე დაბალი წინაღობის კოეფიციენტი.
ავტორიტეტული ადგილი
ერგონომიკული მუშაობა გაუმჯობესებულია გარკვევითა და ლოგიკურად მიწოდებული ინფორმაციით. არაფერია დარჩენილი ყურადღების მიღმა.
ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე
Opel Insignia–ში გამოყენებული ხელოვნება და სინატიფე სალონის თითოეულ დეტალში ჩანს.
სიზუსტით მიღებული სიამოვნება
Opel Insignia ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ სიზუსტე აუმჯობესებს მართვის პარამეტრებს, რაც შეიძლება ერთდროულად იყოს გასართობიც და უსაფრთხოც, კომუნიკაციური FlexRide შასისა და გონივრული ადაპტირებადი 4x4 სისტემის წყალობით.
არჩევანის საკითხი
Opel Insignia წარმოდგენილია ოთკარიანი სალონით, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ან Sports Tourer ვარიანტებით, შემდეგი ხუთი ვერსიით: Insignia, Edition, Sport და Cosmo. თითოეული მათგანის სტილი გულდასმითაა შემუშავებული ინდივიდუალური გარემოს შესაქმნელად, მაგრამ ყველას აერთიანებს Opel Insignia–სათვის დამახასიათებელი ფილოსოფია.
მომავალში შეტანილი წვლილი
წარდგენა მსოფლიოს წინაშე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას. Opel აქტიურად მუშაობს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შესამცირებლად, რისთვისაც მუდმივად აუმჯობესებს არსებულ და ყოველ ახალ მოდელს. მუშავდება ენერგიის უფრო სუფთა, ეფექტური ალტერნატიული წყაროები, მათ შორის საწვავის გაუმჯობესებული ტექნოლოგიები, რასაც გამონაბოლქვის გაქრობამდე მივყავართ. გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა მოიცავს წარმოების ნარჩენებით დაბინძურების მნიშვნელოვან შემცირებასა და ნარჩენების ჩაბარების პუნქტებს მთელ ევროპაში. ზრუნვა საჭიროა ავტომობილის სიცოცხლის თითოეულ ფაზაზე.