Insignia
აღჭურვილობა
ფარების ადაპტირებადი სისტემა (AFL)
მანქანის ღამით მართვის დროს ყოველთვის არის სტრესული სიტუაციის შესაძლებლობა. Opel Insignia-ს გაუმჯობესებული AFL სისტემა ავტომატურად აკეთებს არჩევანს განათების ცხრა განსხვავებულ ფუნქცას შორის, რომელთაგან თითოეული შექმნილია ოპტიმალური განათების უზრუნველსაყოფად მანქანის მართვის თითოეულ სიტუაციაში, სხვა მძღოლებისთვის არასასურველი მინათების გარეშე. შედეგი: ნაკლები სტრესი, მეტი უსაფრთხოება.
FlexRide (ადაპტაციური სტაბილურობის ტექნოლოგია)
FlexRide უზრუნველყოფს მანქანის მართვის სამ განსხვავებულ რეჟიმს: შეარჩიეთ „სპორტი“ უფრო პასუხსაგები მართვის და ხისტი ამორტიზაციისთვის ან „მოგზაურობა“ მოსვენებული კრუიზისთვის. „ნორმალური“ არის საწყისი რეჟიმი. ექსტრემალურ სიტუაციებში FlexRide ავტომატურად არეგულირებს დამუხრუჭებას რომ უზრუნველყოს მაქსიმალური უსაფრთხოება და კონტროლის მართვის ყველა რეჟიმში.
ადაპტირებადი 4x4
Opel Insignia–ს ბრწყინვალე მოძრაობა გზაზე უმჯობესდება ყველა ბორბლით მართვის შესაძლებლობის საჭიროებისამებრ გამოყენებით. Opel Insignia–ს მაბრუნი მომენტი ავტომატურად ნაწილდება არამხოლოდ წინა და უკანა ღერძებს შორის, არამედ უკანა მარცხენა და მარჯვენა ბორბლებს შორისაც, რითაც უზრუნველყოფილია მაქსიმალური გამწევი ძალა, სტაბილურობა და მართვის შეუდარებელი დინამიკა.
Opel Eye
Opel Insignia–ში გამოყენებული Opel Eye არის სპეციალიზირებული კამერა, რომელიც ხედავს და იმახსოვრებს სიჩქარის შეზღუდვას და „გასწრების ამკრძალავ“ ნიშნებს. სისტემა ცენტრალურ ეკრანზე აჩვენებს დანახულ საგზაო ნიშანს. ის ასევე აფრთხილებს მძღოლს საგზაო ხაზების უნებლიედ გადაკვეთის შემთხვევაში.
ECC ეკრანი
თქვენთან მუდამ კარგი ამინდი იქნება. Opel Insignia–ში თქვენ შეგიძლიათ სამუშაოდ მარტივ მენიუზე დამყარებული ეკრანი საშუალებას აძლევს მძღოლსა და წინა მგზავრს საკუთარი გემოვნებით აირჩიოს კლიმატის პარამეტრი, უბრალოდ პიქტოგრამების მიხედვით.
ერგონომიკური სპორტული სკამი
კომფორტულად ზიხართ? თუ არა, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს მანქანის მართვაზე. Opel Insignia–ს მთლიანად ორთოპედული სპორტული სავარძელი 8 პოზიციას იღებს და წელის ხაზი 4 პოზაში ფიქსირდება. ამასთან, სავარძლის რეგულირებადი ბალიში საუკეთესოა ბარძაყისთვის მოხერხებული პოზიციის მისაღებად.
მოწინავე ტექნოლოგიები
ნანოტექნოლოგია უახლესი და უფრო სუფთა სალონებისთვის. სპეციალური გადასაკრავები ქსოვილებს იცავს დალაქავებისა და დასველებისგან ისე, რომ ხელი არ ეშლება მათ „სუნთქვას“.
საკომუნიკაციო პორტალი
იღებს რა საგზაო ინფორმაციას, დინამიკური ნავიგაციის პარამეტრებს, გადმოსცემს სასურველ რადიო სადგურის ან თქვენი iPod®–ის ჩანაწერებს, ინტეგრირებული საინფორმაციო–გასართობი სისტემა Opel Insignia–ში მშვენივრად და ინტუიციურად გამოიყენება და სასიამოვნოდაც გამოიყურება.
ღილაკებიანი საკონტროლო სისტემა ამარტივებს ნავიგაციას ან არჩევანის გაკეთებას არსებულ მენიუებში. უბრალოდ აირჩიეთ მენიუ, გადაახვიეთ და დააჭირეთ არჩეულ ელემენტს.
Infinity-ის ხმოვანი სისტემა
აბსოლუტურად სრულყოფილი ხმისთვის Opel Insignia ასევე გთავაზობთ განსაკუთრებულ სისტემას Infinity Sound System. იგი იყენებს 7 x 45 W პირდაპირ არხს უმაღლესი ხარისხის 9 დინამიკზე. აუდიოსიგნალი ციფრულ ფორმატშია, რომ ხმა დაიხვეწოს ხმის ციფრული დამუშავების სისტემით (DSP). თქვენ განსხვავებას იგრძნობთ, რადგან აუდიოგანაწილება უკეთესი იქნება ყველა საგზაო პირობებში.
ნავიგაცია გაუმჯობესებულია
ნავიგაციის ეკრანის მაღლა მოთავსებით იგი უკეთესად ექცევა მძღოლის ხედვის არეში. იგი ჩასმულია გარემომცველ დაფაში, რომ თავიდან იქნას აცილებული გამოსახულების აღქმის გართულება მზის პირდაპირი სხივების გამო.
მობილური სატელეფონო პორტალები
გააკეთეთ არჩევანი უსადენო Bluetooth™ ტექნიკურ გადაწყვეტილებასა და ტელეფონის მახასიათებლებზე დამოკიდებულ ინტეგრირებულ სისტემას შორის, რომლითაც იმუხტება მობილურის კვების ელემენტი. ტელეფონის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია შეგიძლიათ ამუშაოთ საჭიდან, პანელიდან, ან ხმის კონტროლის სისტემიდან.
OPC Line Pack
ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თქვენ.
Opel Insignia–ს შესაბამისი სტილისტური დეტალები ხელმისაწვდომია როგორც ქარხნულად მორგებული ვარიანტის ნაკრები, ან როგორც თქვენი Opel–ის დილერის მიერ მოწოდებული აქსესუარი.
• OPC Line წინა ქვემოთა გარსი
• OPC Line უკანა ქვემოთა გარსი
• OPC Line გვერდითი ზღურბლები
• OPC Line უკანა სპოილერი (არ არის Sports Tourer–სთვის)
• გამონაბოლქვის დაუმალავი მილები (არ არის 1.6 და 2.0 CDTI–სთვის [110 ცძ], ერთმაგი 1.8, 2.0 CDTI–სთვის [130 ცძ და 160 ცძ], ორმაგი ყველა სხვა ძრავისთვის)