Meriva
აღწერილობა
აღმოაჩინეთ Opel Meriva
ოჯახური ცხოვრება არასდროს ყოფილა ასეთი სასიამოვნო. სავარძლების მოხერხებული FlexSpace® სისტემით, Opel Meriva ისეთივე სასიამოვნოა, როგორც გონივრულად მოწყობილი. იხილეთ გაბედული, დინამიკური დიზაინის, უბადლო მრავალფეროვნების შერწყმა მანქანის მართვის ამაღელვებელ გამოცდილებასთან.
აღმოაჩინეთ Opel.
დღეს ჩემი ოჯახი მაგარია
მიესალმეთ Opel Meriva–ს. პატარა ოჯახისთვის განკუთვნილი მონოკაბინის სტილი შეუდარებელია. კაბინის სივრცე დიდია. ამასთან, ყოველთვის უამრავი გასართობი საშუალებაა.
დეიდაჩემის საყიდლებზე წასვლის დღე
შეგიძლიათ აირჩიოთ სავარძლის განსხვავებული პოზიციები. Opel Meriva ამარტივებს თქვენს ცხოვრებას. მისი შეუდარებლად გონივრული სავარძლების FlexSpace® სისტემა საშუალებას გაძლევთ ძალდატანების გარეშე გადააკეთოთ ხუთსავარძლიანი Opel Meriva ოთხ, სამ, ორ, ან ერთსავარძლიან ავტომობილადაც კი ისე, რომ არ ამოიღოთ არცერთი სავარძელი. თითოეული გვერდითი უკანა სავარძელი ასევე შეგიძლიათ გაასრიალოთ ცენტრისკენ, უკან და წინ.
ისიამოვნეთ მდიდრული კომფორტითა და მოხერხებული დიზაინით
Opel Meriva შესანიშნავი სამგზავრო ავტომობილია, რადგან მისი წინა და უკანა სავარძლები ერთნაირად კომფორტულია. მას გონივრულად მოფიქრებული მრავალი ფუნქცია აქვს, რაც მგზავრობას სასიამოვნოს ხდის.
უსაფრთხოება მთელი ოჯახისთვის
არა აქვს მნიშვნელობა სად მიდიხართ, დღეა თუ ღამე, კარგია რომ იცით Opel Meriva–ში ძალზე უსაფრთხოდ ხართ.
ავტომობილი, რომელიც გიჩვენებთ, თუ რას წარმოადგენთ
უამრავ რამეს იყენებთ თქვენს ცხოვრებაში. Opel Meriva–ს აქსესუარების პროგრამა გთავაზობთ უამრავ გზას, რათა მაქსიმალურად ისარგებლოთ თითოეული შესაძლებლობით.
სასიამოვნო მგზავრობა
Opel Meriva–ს გასართობი და საინფორმაციო სისტემები, მათ შორის გონივრული Twin Audio® უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრებისთვის გაგართობთ მთელ გზაზე. თუ არ გსურთ დაკარგოთ კავშირი გარე სამყაროსთან, ამაზეც უკვე იზრუნეს.
ძლიერი და ეფექტური, სწრაფად რეაგირებადი და სუფთა
მიუხედავად იმისა თუ როგორია თქვენი არჩევანი, TWINPORT ტექნოლოგია თუ უახლესი ტურბოდიზელები, Opel Meriva–ს ECOTEC® ძრავები უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
როგორ მოგწონთ მანქანის მართვა?
უსაფრთხოება იწყება მძღოლის კომფორტითა და ყურადღების სრული კონცენტრირებით გზაზე. სწორედ ამიტომ, Opel Meriva სრული კონტროლის საშუალებას აძლევს მძღოლს. დავიწყოთ იმით, რომ მძღოლის მორგებადი სავარძელი და საჭის სვეტის დახრის რეგულირება უზრუნველყოფს მართვისთვის ხელსაყრელი პოზიციის შერჩევას. მძღოლისთვის განხორციელებულია ჭკვიანური იდეები, რათა მანქანის მართვა უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს.
OPC Line გაგაოცებთ თავისი დინამიურობით
Opel Meriva–ს გამიზნულად შედგენილი და მიზნობრივად აგებული სისტემა დინამიურობას და სპორტულ ხასიათს ჰმატებს. ხელმისაწვდომია, როგორც ქარხნული არჩევითი ნაკრებები ან აქსესუარები, რომლებსაც თქვენი Opel–ის დილერი მოგაწვდით.