Meriva
აღჭურვილობა
ნავიგაცია
Opel–ის სატელიტური ნავიგაციის სისტემები დიდი მოწონებით სარგებლობს, რადგან გამოსაყენებლად მარტივია და ყოველმხრივ ინფორმაციას იძლევა. CD- ან DVD-ROMdriven ნავიგაციის სისტემები უზრუნველყოფს უახლეს ინფორმაციას გზაჯვარედინებისა და ა.შ. შესახებ და იყენებს გრაფიკულ საინფორმაციო დაფას (GID) ან ფერად საინფორმაციო დაფას (CID). GID აჩვენებს დინამიურ ნავიგაციას (გაფრთხილება საგზაო მოძრაობის გადატვირთვის შესახებ და მარშრუტის ავტომატური შეცვლა), ტელეფონს და 20–ადგილიანი მეხსიერების ფუნქციას. CID აჩვენებს იმავე ფუნქციებს რასაც GID, მაგრამ დამატებული აქვს ფერადი რუქა და/ან მინიშნებები ისრებით, პიქტოგრამები და ეკრანის გაყოფის შესაძლებლობა. DVD-ROM–ის განახლება ხდება რეგულარული ინტერვალებით და მოიცავს ევროპის 20–ზე მეტ ქვეყანას. CD-ROM სისტემის შემთხვევაში იგივე ინფორმაცია ჩაწერილია რამდენიმე კომპაქტურ დისკზე.
დამხმარე საშუალებები (aux-in)
მობილური მოწყობილობები ყოველთვის უნდა მიუერთოთ გარნიტურის ჩამრთველს, მაგ., MP3 პლეერი და iPod®.
საჭის რეგულირებადი სვეტი
საჭის სვეტის დახრილობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ ისე, რომ მოხერხებულად იგრძნოთ თავი და კომფორტულად და უსაფრთხოდ მართოთ ავტომობილი.
ESP® და TC
ელექტრონული სტბილურობის პროგრამა (ESP®) და გამწევი მოწყობილობის კონტროლი (TC) გეხმარებათ სრულად აკონტროლოთ ავტომობილი მოსრიალებულ გზებზე ან საგანგებო ვითარებებში. თუ მანქანა სრიალს იწყებს, ESP® ფრთხილად ასრულებს კორექციულ დამუხრუჭებას საგზაო პირობების შესაბამისად და გეხმარებათ მართვაში. ალბათ ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ ამას თქვენი სიცოცხილს გადარჩენა შეუძლია. გარდა ამისა, გამწევი მოწყობილობის კონტროლი გეხმარებათ მოსრიალების თავიდან აცილებაში, სიჩქარის მატების დროს.
საჰაერო ბალიშები
თითოეული Opel Meriva სტანდარტულად აღჭურვილია საჰაერო ბალიშებით, მძღოლისა და წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ არჩევითად დაამატოთ წინა სავარძლების გვერდითი და სრული სიგრძის ფარდა საჰაერო ბალიშები.
ჰალოგენური ფარების ადაპტირებადი სისტემა (AFL)
Opel Meriva ოფციონალურად აღჭურვილია ფარების ადაპტირებადი სისტემით, რომელიც ლიდერია ამ კლასში. იგი მოძრავია და შეუძლია სხვადასხვა კუთხით მიმართოს სინათლე, რათა გაანათოს ის მიმართულება, საითკენაც მიდიხართ. გარდა ამისა, სხვადასხვა კუთხით განათების ფუნქცია იყენებს დამატებით რეფლექტორს, რომ 90 გრადუსით გაანათოს გზა, როდესაც სიჩქარე 40 კმ/სთ–ზე დაბალია. ეს ამარტივებს გზაჯვარედინების, მოტოციკლისტებისა და ფეხით მოსიარულეთა შემჩნევას ღამით.
კარიდან კარამდე განათება და მისალმების შუქი
ორჯერ დააჭირეთ გაღების ღილაკს გასაღების საკიდის დისტანციურ პულტზე და 30 წამით აინთება წინა და უკანა ფარები, ლიცენზიის დაფის შუქი და სალონის განათებები, რომ თქვენ მანქანაში ჩაჯდეთ. როდესაც კარი ღიაა, ყველა ინსტრუმენტი და მართვის ღილაკი ანათებს. შუქი ავტომატურად გამოირთვება, როცა მანქანა დაიქოქება, ან როდესაც ისევ დააჭერთ გაღების ღილაკს.
მაგიდა უკანა მგზავრებისთვის
ამ გადმოსაწევ მაგიდას აქვს ჭიქის დამჭერი, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია უკანა მგზავრებისთვის.
ბავშვის სავარძლები
Opel გთავაზობთ სხვადასხვა ასაკის ბავშვის რამდენიმე სავარძელს. ყველა მათგანი მაგრდება ISOFIX სამაგრით (მათ შორის, Top Tether Kit) და/ან სტანდარტული სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედით. ყველა სავარძელი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროკავშირის უახლეს სტანდარტებს, გვერდითი დარტყმისაგან დაცვის ჩათვლით.
პერსონალური დაჩრდილვები
ისინი მორგებულია გვერდით და უკანა ფანჯრებზე, ადვილად მაგრდება და ადგილზე რჩება ფანჯრების გაღების დროს.
სახურავის ყუთები
აირჩიეთ 4 ვარიანტიდან. ზომები იცვლება 1,330 x 860 x 370 მმ–დან 1,960 x 780 x 440 მმ–მდე. დამონტაჟებისთვის გამოიყენება სახურავზე დასამაგრებელი საბარგული.
რბილი სატვირთო ლაინერი
მტკიცე, დეტალურად რეცხვადი და მსუბუქწონიანი დაცვა საბარგულისთვის. კარგად ერგება და მარტივად მაგრდება ადგილზე Velcro შუასადებებით.