Zafira
აღწერილობა
აღმოაჩინეთ OPEL ZAFIRA
თქვენ მზად ხართ ყველაფრისთვის. სავარძლების უნიკალური Flex7® სისტემა Opel Zafira ავტომობილში უზრუნველყოფს მოხერხებულობასა და კომფორტს, რასაც ნებისმიერი ოჯახი ისურვებდა. იხილეთ გაბედული, დინამიკური დიზაინის, უბადლო მრავალფეროვნების შერწყმა ავტომობილის მართვის ამაღელვებელ გამოცდილებასთან. აღმოაჩინეთ Opel.
მუდამ გემოვნებით იმგზავრეთ
გემოვნებითა და კომფორტით მგზავრობა არის ის, რასაც Opel Zafira გთავაზობთ. Opel Zafira აუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს.
აქციეთ თითოეული მგზავრობა დაუვიწყარ მოგონებად
Opel–ის ინტერაქტიული მართვის სისტემა (IDS) უზრუნველყოფს Opel Zafira–ს მართვის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ძრავას აირჩევთ. მძღოლისთვის იმის ცოდნაც კარგია, რომ Opel Zafira ecoFLEX სისტემა უზრუნველყოფს უფრო სუფთა გამონაბოლქვს.
მოდით, გზა გავუთავისუფლოთ ჩემპიონებს
გამარჯვებულებს ზეიმი უყვართ, თანაც ყოველთვის სხვებთან ერთად! გსურთ გქონდეთ უფრო მეტი ადგილი ბარგისთვის? გინდათ დაამატოთ სავარძლები? სავარძლების უნიკალური Flex7® სისტემის წყალობით, თქვენ ყოველთვის შეძლებთ მოაწყოთ Opel Zafira–ს სალონი თქვენი სურვილის მიხედვით ისე, რომ ერთი სავარძელიც კი არ ამოიღოთ.
გაუფრთხილდით ჩვენს სამყაროს
ყველას ერთიდაიმავე სამყარო გვაერთიანებს და თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია გაუფრთხილდეს მას.
კომპანიაში Opel არამარტო სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირებაზე ვმუშაობთ, არამედ ვცდილობთ გამოვნახოთ ყველანაირად უფრო სუფთა და ეფექტური საწვავის რესურსები.
სხვა კუთხით შეხედეთ ცხოვრებას
ყველა ჯდება ფანჯარასთან. არჩევითი პანორამული ჭერი, რომელიც დაკომპლექტებულია ხუთი საბარგულით და დაბინდულ მინებიანი ოთხი დაფით, მგზავრებს ახალ ხედს უქმნის მგზავრობის დროს.
მოდით, განვაგრძოთ სვლა!
არანაირი დანიშნულების ადგილი არ არის ძალზე შორს. არანაირი თავგადასავალი არ არის ზედმეტად ამბიციური. სპეციალურად შექმნილი Opel–ის აქსესუარები Opel Zafira–ს ყველანაირი სწრაფი რეაგირების შესანიშნავ პლატფორმას აძლევს.
Zafira OPC
აქვს ბრწყინვალე დიაზაინი და მოწყობილია სამუშაოდ:
გაძლიერებული მართვა, ბზინვარე ექსტერიერი და მდიდრული, ტევადი და პრაქტიკული ინტერიერი.