Zafira
აღჭურვილობა
ცენტრალური საკეტი
დასაკეცი გასაღები, ცენტრალური საკეტის დისტანციური მართვით, სიფრთხილით ეპყრობა ჯიბეებს და ხელჩანთებს.
Open&Start სისტემა
კარების დისტანციურად გაღების და ძრავის უგასაღებო დაქოქვის სისტემა, განაპირობებს მეტ მოხერხებულობას და უსაფრთხოებას. მძღოლის იდენტიფიკაციის მოდული, რომელიც ჩამაგრებულია მართვის პანელში, დაპროგრამებულია, რომ ამოიცნოს ელექტრონული გასაღების მფლობელი.
პარკინგის დამხმარე სისტემა
იგი უზრუნველყოფს პარკინგის დროს უსაფრთხო მანევრირებას. ულტრაბგერითი სენსორები, რომლებიც დამონტაჟებულია წინა და უკანა ბამპერებში, აღიქვამენ წინააღმდეგობასთან მიახლოვებას, რის შემდეგაც სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალს, რომელიც აფრთხილებს მძღოლს საფრთხის შესახებ.
სალონის სწრაფი გათბობის სისტემაQuick Heat
გათბობის დამატებითი სისტემა ელექტრონული მართვით, უმოკლეს დროში ათბობს სალონს აუცილებელ ტემპერატურამდე, ძრავის გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის მიუხედავად.
აუდიო სისტემის მართვა საჭედან
კომფორტის დონის ასამაღლებლად Opel Zafira -ს საჭეში ჩამონტაჟებულია ინფორმაციულ-გასართობი სისტემის მრავალფუნქციანი ღილაკი. ახლა შეიძლება აუდიო სისტემის და მობილური ტელეფონის მართვა, ისე რომ ავტომობილის მართვისას ყურადღება არ მოგიდუნდებათ.
კლიმატ-კონტროლი ელექტრონული მართვით
კლიმატ-კონტროლის სისტემა ელექტრონული მართვით შეიცავს ჰაერის კონდიციონერს, რომელსაც შეუძლია ავტომობილის სალონში შეინარჩუნოს მოცემული ტემპერატურა, მზის შუქის ინტენსივობის სენსორს და გაცივებად სათავსოს. ოფციის სახით შესაძლებელია ჰაერის ხარისხის სენსორის დაყენება, რაც ჰაერის ხარისხის გაფუჭების შემთხვევაში ავტომატურად რთავს ავტომობილის სალონში რეცირკულაციის რეჟიმს.
კრუიზ-კონტროლი
იგი ამაღლებს კომფორტს ხანგრძლივი მგზავრობისას გზებზე და ავტომაგისტრალებზე და ასევე ემსახურება ეკონომიურობის ამაღლებას. კრუიზ-კონტროლის სისტემა ამცირებს სიჩქარის შემთხვევით მომატების რისკს. სისტემა ავტომატურად ითიშება ნებისმიერ სატერფულზე ზემოქმედებისას, ან საჭეზე განლაგებული მართვის ცენტრის დახმარებით.
შუშის ელექტრონული ამწევები და სარკის ელექტრონული რეგულირება
უკანა და წინა კარების შუშების ელექტრონულ ამწევებს გააჩნიათ ღილაკზე ერთი დაჭერით გაღება/დაკეტვის ფუნქცია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს უმცირესი წინაღობის არსებობაც, რაც შეიძლება შეხვდეს შუშას დახურვისას (მაგალითად ბავშვის თითები) და წყვეტს დაკეტვას. არსებობს შუშის ამწევის ბლოკირების სისტემა, რაც გამორიცხავს ბავშვების მიერ მათი გამოყენების შესაძლებლობას. გვერდითა სარკეები აღჭურვილია ელექტრო სარეგულირებლებით და ელექტრო გამათბობლებით, რაც ამაღლებს მართვის უსაფრთხოებას და მოხმარების მოხერხებულობას.
პანორამული შუშის სახურავი, ბარგის შესანახი განყოფილებებით
უნიკალური კონცეფცია, რაც მოიცავს სტილს და ფუნქციონალურობას. სახურავის ოთხი შუშის პანელი, რომლებიც ქმნიან შუქის და სივრცის შეგრძნებას, აღჭურვილია ფარდებით. პანელებს შორის განლაგებულია ინტეგრირებული ჭერის კონსოლი, რომელშიც განლაგებულია ხუთი სატვირთო განყოფილება, იდეალურად მოწყობილი მზის სათვალეების, კომპაქტ-დისკების, წიგნების, საგზაო რუკების შესანახად..
განათების ავტომატური მართვის სისტემა
გზის განათების პირობების ცვლილებისას სისტემის სენსორები საშუალებას იძლევა მოხდეს ხელსაწყოების შიდა განათების მუშაობის ადაpტირება, აუცილებლობის შემთხვევაში ირთვება მაშუქები. სისტემას შეუძლია გაარჩიოს გვირაბში შესვლა (გარე განათების მოწყობილობები ჩაირთვება) ხიდის ქვეშ გავლისაგან (გარე განათების მოწყობილობები არ ჩაირთვება).