განაახლეთ თქვენი BLUEINJECTION ტექნოლოგია ახლა. ეს უფასოა!

თქვენ ხართ Opel-ის ავტომობილის მფლობელი BlueInjection ტექნოლოგიით. ჩვენ გვინდა, თქვენი ავტომობილი უფრო სუფთა და ბევრად ეკოლოგიურად მეგობრული გავხადოთ და ამით მოვახდინოთ Opel-ის შესაბამისი მოდელების ძრავის მართვის ოპტიმიზაცია BlueInjection ტექნოლოგიით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს NOx გამოსაბოლქვი ემისიების ეფექტურობას რეალური მართვის პირობებში, მომავალი ემისიის სტანდარტების გათვალისწინებით რომელიც ძალაში შევა 2017 წლის სექტემბერში.

 

ამგვარი ქმედებით, თქვენი ავტომობილები აღიჭურვება Opel-ის ბოლო თაობის ტექნოლოგიით მომავალი ემისიის მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენ ვახდენთ ძრავის პროგრამის ოპტიმიზაციას. რა სარგებელს ნახავთ თქვენ:

 

თქვენთვის უფასოდ

 

განახლებას ჭირდება 1 საათზე ნაკლები დრო

არავითარი გავლენა საწვავის მოხმარებასა და მუშაობაზე

იპოვეთ თქვენი Opel-ის დილერი

სამსახურის ცხელი ხაზი

0800 627 1016

აქვს AdBlue-ს განახლების ლიცენზია? დაგვირეკეთ!

რა არის OPEL BLUEINJECTION ტექნოლოგია?

BlueInjection-ი არის წამყვანი SCR დიზელის ძრავის ტექნოლოგია Opel-გან, რომელიც იყენებს AdBlue®* -ს აზოტის ოქსიდის დონის კიდევ უფრო შესამცირებლად დასაწმენდელის ემისიების მხრივ სამუშაოდ.

*AdBlue®-ი არის Verband der Automobilindustrie e.V. -ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი

უკან
  • როდის შევავსოთ საწვავი?

    BlueInjection სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს ჭირდება რეგულარული AdBlue® დამატებითი შემოწმება ტექ. მომსახურების რეკომენდებულ ინტერვალებს შორის. მაგრამ არ იდარდოთ, ხელსაწყოთა პანელზე მოთავსებული მაჩვენებელი შეგატყობინებთ, როდესაც აირის დონე დაბლა დაიწევს.

  • როგორ შევავსოთ ADBLUE®?

    შეავსეთ საწვავი არსებული ბალონების ფართო სპექტრიდან. ან მიდით Opel-ის ადგილობრივ დილერთან და შეავსეთ ავზი.

წინ
უკან
  • როდის შევავსოთ საწვავი?

  • როგორ შევავსოთ საწვავი?

წინ

BlueInjection ტექნოლოგია

უყურეთ ვიდეოს

ხშირად დასმული კითხვები BLUEINJECTION-სა და ADBLUE®-ს შესახებ.

რა არის AdBlue®?

AdBlue® (რომელსაც ასევე ეწოდება დიზელის გამოსაბოლქვი აირების გასაწმენდი სითხე) არის უსუნი, უფერო და არატოქსიკური სითხე, რომელიც შედგება სუფთა 32.5% შარდოვანის და 67.5% წყლისაგან.
ვინაიდან ის უმეტესად წყალია, ის იყინება -11°C-ზე (32.5% კონცენტრაცია არის შარდოვანას წყლის ხსნარის ყველაზე დაბალი გაყინვის წერტილი), რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს იმუშაოს ყველა პირობებში, AdBlue®-ის ყველა ავზი აღჭურვილია გამათბობლით, რაც გაალღობს საკმარისი რაოდენობის სითხეს ემიისიის შესაცირებლად.

რა არის SCR ტექნოლოგია?

SCR ნიშნავს სელექციურ კატალიზურ აღმდგენს და არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება აზოტის ოქსიდების შესამცირებლად (NOx) დიზელის ძრავების გამოსაბოლქვ აირებში. ის ემყარება AdBlue® (ასევე ეწოდება დიზელის გამოსაბოლქვი აირის გასაწმნდი სითხე) 32.5% -იან შარდოვანას ხსნარს გაწმენდილ წყალში, რომელიც გაიფრქვევა გამოსაბოლქვს მილში. შარდოვანა AdBlue®-ში გამოყოფს ამიაკს (NH₃) გამოსაბოლქვ აირთან ერთად მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც რეაქციაში შედის აზოტის ოქსიდებთან (NO და NO₂) კატალიზურ გარდამქმნელში, რაც ქმნიდა უსაფრთხო აზოტს (N₂) და წყლის (H₂O) ორთქლს.

აქვს ალტერნატივა SCR ტექნოლოგიებს?

SCR ტექნოლოგიები არის თანამედროვე ტექნოლოგია ემისიის მომავალ მოთხოვნებთან დაკავშირებით. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა Opel-მა, განეხორციელებინა BlueInjection (Opel-ის SCR ტექნოლოგია) დიზელის ძრავების მთელ სერიაში რომელიც 2018 წელს დაიწყება.

რა ხდება, თუ არ შეავსებთ საწვავს?

თუ AdBlue® ავზი ცარიელია, ავტომობილი არ დაიქოქება მას შემდეგ, რაც ძრავს ჩააქრობთ! ეს არ არის წუნი, მაგრამ სისტემის კანონიერად მოთხოვნადი პირობა. ამ ეტაპის მიღწევის შემდეგ, სისტემას დაჭირდება სრული დატვირთვა სანამ ავტომობილს ხელახლა დაქოქავთ.

რას უნდა მივაქციო ყურადღება AdBlue®-ის შეძენისას?
  • პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ სავაჭრო ნიშანს AdBlue® და ISO 22241-1 და DIN 70070 სტანდარტებს.
  • ჩვენ ასევე გირჩევთ, გამოიყენოთ მხოლოდ ბალონები ან კონტეინერები შესავსებ მილთან შემჭიდროვებული ზედაპირით (ჩვეულებრივ ხრახნიანი ადაპტერით). ამით თქვენ მინიმუმამდე ამცირებთ საწვავის დაღვრის რისკს.
  • და ბოლოს, ვინაიდან AdBlue®-ს ექსპლუატაციის შეზღუდული პერიოდი აქვს, შეამოწმეთ მოქმედების ვადა სანამ ხელმეორედ შეავსებთ მას.
ვინაიდან AdBlue®-ი უკვე გამოიყენება კომერციულ ავტომობილებზე, შეიძლება AdBlue®-ის შევსება სატვირთოების ბენზინ გასამართ სადგურებზე?

ჩვენ არ გირჩევთ საწვავის შევსებას AdBlue® ტუმბოებზე რომლებიც კომერციული ავტომობილების (სატვრთოები და ავტობუსები) ბევრ ბენზინ გასამართ სადგურზეა, ვინაიდან საწვავის მიწოდების სიჩქარე ძალიან მაღალია სამგზავრო ავტომობილებისათვის. გარდა ამისა, სატვირთო ავტომობილების უმეტესობის საქშენები უნდა მოიხსნას ავტომობილის შემავსებლის თავში არსებული მაგნიტით, რომელიც არ აქვს Opel-ის არცერთ სამგზავრო ავტომობილს.

 

კარგია, რომ ევროპის მასშტაბით იზრდება ბენზინ გასამართი სადგურების რიცხვი, რომლებიც სთავაზობენ მიწოდების დაბალ სიჩქარეს AdBlue® ტუმბოებს სამგზავრო ავტომობილებისთვის. ამგვარი ტუმბოთი შევსება ისევე ადვილია, როგორც დიზელის საწვავის ჩასხმა.

რა უნდა გავაკეთო, თუ დავღვრი AdBlue®-ს ჩემს მანქანაში და/ან ტანსაცმელზე?

მცირე ოდენობის AdBlue®-ის შემთხვევაში, შეეხეთ ავტომობილის საღებავს, მაგალითად, მოაცილეთ ის და საჭიროების შემთხვევაში, გადარეცხეთ წყლით.
თუ დაგეღვრებათ AdBlue®-ი თქვენს ტანსაცმელზე და/ან ხელებზე, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები სუფთა წყლით.

არსებობს უფრო დიდი AdBlue® ავზები?

Opel-ის ავტომობილებს არ აქვთ ეს ოფცია. თითოეული ავტომობილისთვის არსებობს ავზის მხოლოდ ერთი ზომა რომელიც შექმნილია პაკეტის ოპტიმიზაციისა და წონის შეზღუდვებისთვის.

ვინ არის AdBlue®-ის მწარმოებელი?

AdBlue® არის VDA-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნანი, რაზეც "ჯენერალ მოტორს" -ს (Opel-ის შვილობილი კომპანია) აქვს მსოფლიო ლიცენზია რომელიც მოიცავს ყველა ბრენდს. ის წარმოებულია ქიმიური კომპანიების და მხოლოდ ლიცენზირებული მწარმოებლების მიერ და დისტრიბუტორებს შეუძლიათ გამოიყენონ სახელწოდება "AdBlue®".

ინფორმაცია ჩვენი სამგზავრო ავტომობილების შესახებ

Close

თითოეული AdBlue® ავზი აღჭურვილია სენსორებით რომელთა საშუალებითაც თქვენ იღებთ შეტყობინებას როდესაც აირის დონე შემცირდება.

 

უნდა იყოს სამი ინტერვალი:

 

  • როდესაც დარჩენილი სასვლო მანძილი = 2,400 კმ-ია (ან უფრო ნაკლები, მოხმარების მიხედვით) - გამაფრთხილებელი ნათურა მალევე გამოჩნდება ბორტ-კომპიუტერზე.
  • როდესაც დარჩენილი სასვლო მანძილი < 1,750 კმ-ია - გაფრთხილება გამოჩნდება და შემეგ გამეორდება ყოველთვის, როდესაც სისტემას აამუშავებთ.
  • როდესაც დარჩენილი სასვლო მანძილი = 900 კმ – გამაფრთხილებელი ნათურა ენთება მანამ, სანამ არ შეავსებთ ავზს.

 

ყურადღება! თუ AdBlue® ავზი ცარიელია, სისტემას დაჭირდება სრული დატვირთვა, სანამ ავტომობილს ხელახლა დაქოქავთ.

Close

  • საწვავის ჩასასხმელი პორტი განთავსებულია დიზელის საწვავის შემავსებლის გვერდით (ან უკანა ბამპერზე ჭრილის უკან Antara-ს შემთხვევაში).
  • შემავსებლის ხუფი შეფერილია და შესაძლებელია მისი ხელით გაღება.
  • შევსება შესაძლებელია სამგზავრო ავტომობილისთვის შესაფერისი ბალონებითა და საქშენებით რომლებიც ხელმისაწვდომია მრავალ ბენზინ გასამართ სადგურზე ან სავაჭრო პუნქტებში. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ AdBlue®-ის შევსების ტუმბოები რომლებიც ხელმისაწვდომია ზოგიერთ ბენზინ გასამართ სადგურზე, რომლებიც უშუალოდ სამგზავრო ავტომობილებისთვის არის შექმნილ. არ გამოიყენოთ სატვირთო / კომერციული ავტომობილის AdBlue® ტუმბოები.
  •  შეავსეთ საწვავი არსებული ბალონების ფართო სპექტრიდან. ან მიდით Opel-ის ადგილობრივ დილერთან და შეავსეთ ავზი.
  • მცირე ოდენობის AdBlue®-ის შემთხვევაში, შეეხეთ ავტომობილის საღებავს, მოაცილეთ ის და საჭიროების შემთხვევაში, გადარეცხეთ წყლით.
Close

  •  ინოვაციური SCR (სელექციური კატალიზური აღდგენა) ტექნოლოგია: BlueInjection არის Opel-ის ნეიტრალიზებული გამონაბოლქვი აირის ნაწილი.
  • BlueInjection ტექნოლოგია პირდაპირ აფრქვევს AdBlue® -ს გამოსაბოლქვს მილში, რაც იწვევს ქიმიურ რეაქციას, რაც თავის მხრივ, ამცირებს საშიში აზოტის ოქსიდების ემისიებს და გარდაქმნის მათ აზოტად და წყლის ორთქლად, რაც სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის.
  • AdBlue® არის სუფთა, არატოქსიკური, არა აალებადი და უსუნო სითხე, რომელიც შედგება სუფთა 32.5% შარდოვანისა და 67.5% წყლისგან.
Close

ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილი ისევე ეფექტურად სამართავი იყოს როგორც განახლებამდე, როდესაც საქმე ეხება საწვავის ეკონომიას, მუშაობასა და ხმაურის დონეს. ძრავის მარეგულირებლის განახლების შედეგად, AdBlue®-ის საშუალო მოხმარება გაიზრდება. ძირითადი მონაცემები იხილეთ ქვევით:

თუ 900 კმ-ის გავლამდე თქვენი AdBlue® ავზი დაცარიელდება, თქვენ მიიღებთ ხანგრძლივ შეტყობინებას:
ძრავის განმეორებითი დაქოქვა შეფერხდა 900 კმ-ზე.

იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ ამ გაფრთხილებას, გთხოვთ, შეავსოთ ავზი სულ მცირე 5ლ AdBlue®-ით.

თუ ავზი ბოლომდე ცრიელია, ძრავა არ დაიქოქება.

 

* მოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს მაგ. თქვენი მართვის მეთოდებისა და ავტომობილის დატვირთვის მიხედვით.
** ავზი ბოლომდე უნდა შეივსოს.

 

საწვავის მოხმარება:

 

Insignia 2.0 CDTI-ი
საწვავის მოხმარება ლ/100 კმ-ში: ქალაქში 5.8 - 5.5, ქალაქგარეთ 4.0 - 3.6, კომბინირებული 4.7 - 4.3; CO2 გამონაბოლქვი გ/კმ-ში: კომბინირებული 124 - 114.

რეგულაციის R (EC) No. 715/2007 (შედარებით ხშირ შემთხვევაში) თანახმად.