განცხადება კონფიდენციალობის და სამართლებრივ საკითხებზე.

ეს ვებგვერდი იმართება Adam Opel AG(“Opel”)-მიერ და მიიღება სერვერზე General Motors Holdings LLC (მიჩიგანი,აშშ)მფლობელობით. ყველა დანარჩენი მიკროგვერდი იმართება Adam Opel AG მიერ და მიიღება ევროპაში. რეგისტრირებული ოფისი Adam Opel AG მდებარეობს გერმანიაში Bahnhofsplatz, 65423 Rüsselsheim.

 

მნიშვნელოვანი იურიდიული შენიშნვა: გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობამდე, რადგან ისინი სავალდებულოა თქვენს მიერ შესასრულებლად. წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობა გულისხმობს, რომ იღებთ აღნიშნულ პირობებს მიუხედავად იმისა, გადაწყვეტთ თუ არა Opel რეგისტრაციას. თუ არ ეთანხმებით ხსენებულ პირობებს, ნუ ისარგებლებთ მოცემული ვებ-გვერდით.

ხელმისაწვდომობა

Opel მიისწრაფის მისი ვებ-გვერდების ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობისაკენ.

შეტყობინებები

წინამდებარით მოცული ინფორმაცია შედგენილია ისე, რომ იყოს მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და ფაქტობრივი. თუმცა, ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს, შევიტანოთ ცვლილებები მასში და შევცვალოთ ფასები, ფერები, მასალები, აღჭურვა, სპეციფიკაციები, მოდელები და ხელმისაწვდომოვა შეტყობინების გარეშე.
წინამდებარე ვებ-გვერდზე მოცემული ზოგიერთი ბმული შესაძლოა გაკავშირებდეთ დამოუკიდებელი მფობელების ვებ-გვერდებთან. იქ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს ხსენებული ვებ-გვერდების მფლობელთა პასუხისმგებლობის საგანს. Opel და მისი სააგენტოები არ აკონტროლებენ დამოუკიდებელ ვებ-გვერდებს და არ აგებენ პასუხს მათ შინაარსზე, ხოლო ზემოხსენებული ბმულები მოცემულია მხოლოდ ჩვენი სტუმრების კომფორტისათვის.

Opel ინტერნეტში ვებ-გვერდით სარგებლობის პირობები

 

1. ინტელექტუალური საკუთრება

,,ვებ-გვერდზე” განთავსებული ნებისმიერი მასალა წარმოადგენს Opel ინტელექტუალურ საკუთრებას. შემოთავაზებული მასალა ნათლადაა განსაზღვრული Creative Commons ლიცენზიით, ხოლო ხსენებული მასალით სარგებლობა რეგულირდება ხსენებული კონკრეტული ლიცენზიით. დაუშვებელია რაიმე მასალის კოპირება, გარდა მისი ონლაინ ნახვის ფარგლებში აუცილებელისა. თუმცა, უფლება გაქვთ დაბეჭდოთ ,,ვებ-გვერდის” სრული გვერდები თქვენი პირადი მიზნებისათვის შემდეგის გათვალისწინებით:

 

(ა) არანაირად იცვლება ,,ვებ-გვერდზე” განთავსებული დოკუმენტები თუ შესაბამისი გრაფიკა;
(ბ),,ვებ-გვერდზე” განთავსებული გრაფიკა არ გამოიყენება შესაბამისი ტექსტისაგან დამოუკიდებლად; და
(გ) არც-ერთ ასლში გამოჩნდება Opel საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშანი თუ სხვა შეტყობინება.

 

მიუხედავად ზემოთ მოცემულის საერთო ხასიათისა, Opel უფლება აქვს, დრო და დრო, მოგცეთ ფონური გამოსახულების, სქრინ-სეივერის და სხვა რაიმის ,,ვებ-გვერდიდან” ჩამოტვირთვის საშუალება. მოცემული პირობები ეხება ხსენებულ ჩამოტვირთვას.
აკრძალულია ,,ვებ-გვერდიდან” ციტატების ნებისმიერი მიზნით გამოყენება, თუ არა წინამდებარე პირობების შესაბამისად. წინამდებარე ,,ვებ-გვერდზე” განთავსებული მასალა ყოველმხრივ შემოწმებულია შექმნის ყველა ეტაპზე. მიუხედავად ამისა, Opel მაინც გირჩევთ გამოიყენოთ ვირუსისაგან დაცვა მისით სარგებლობამდე. Opel ასევე გირჩევთ შექმნათ თქვენი კომპიუტერული დისკის ასლი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამდე. ქსელში ჩართულ კომპიუტერში რაიმე მასალის ჩამოტვირთვამდე მიიღეთ ქსელის თქვენი ადმინისტრატორის თანხმობა.

2. ბმული ,,ვებ-გვერდზე”

თუ გსურთ ,,ვებ-გვერდი” ბმულის მითითება, ეს უნდა იყოს Opel საწყისი გვერდი.

3. მომსახურების ხელმისაწვდომობა

მიუხედავად იმისა, რომ Opel მიმართავს ძალისხმევას, რათა უზრუნველჰყოს, რომ ,,ვებ-გვერდი” ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, Opel არაა პასუხისმგებელი, თუ ,,ვებ-გვერდი” რაიმე მიზეზით მიუწვდომელი იქნება რაიმე მომენტში ან პერიოდში.

 

,,ვებ-გვერდის” მუშაობა შესაძლოა შეტყობინების გარეშე დროებით შეჩერდეს  სისტემური გაუმართაობის შემთხვევაში ან Opel კონტროლს დაუქვემდებარებელი შეკეთების გამო.

4. სტუმრის მასალა და ქცევა

ნებისმიერი თქვენს მიერ გადმოცემული თუ ,,ვებ-გვერდზე” დაფოსტილი მასალა, რომლითაც შეუძლებელი პიროვნების იდენტიფიცირება და რომელიც დაცულია ქვემოთ მოცემული Opel კონფიდენციალობის პოლიტიკით, ითვლება არაკონფიდენციალურად და არაქონებრივად. Opel არ ეკისრება რაიმე ვალდებულება ასეთ მასალასთან მიმართებაში. Opel და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ მოახდინონ ასეთი მასალის და მონაცემთა, გამოსახულებების, ხმების, ტექსტის და მასთან დაკავშირებული სხვა მსგავსის კოპირება, გაცხადება, დისტრიბუცია, მითითება და სხვაგვარად სარგებლობა ნებისმიერი მიზნისათვის.
გეკრძალებათ ,,ვებ-გვერდზე” რაიმე მასალის დაფოსტვა და პირიქით:

(ა) თუ ის არის მუქარის შემცველი, შეურაცხყოფელი, უხამსი, უცენზურო, წამქეზებლური, აგრესიული, პორნოგრაფიული, რასისტული, დისკრიმინაციული, სახიფათო, სკანდალური, მკრეხელური, კონფიდენციალობის დამრღვევი, პირადულობის დამრღვევი, ან შესაძლოა გამოიწვიოს რაიმე უხერხულობა; ან
(ბ) რისთვისაც არ მიგიღიათ ყველა აუცილებელი ლიცენზია და/ან ნებართვა; ან
(გ) რომელიც წარმოადგენს ან მოუწოდებს ქვევისაკენ, რომელიც განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგომის საფუძვლად, სხვაგვარად ეწინააღმდეგება კანონს ან არღვევს მესამე მხარეების უფლებებს ნებისმიერ ქვეყანაში; ან
(დ) რომელიც ტექნიკურად საზიანოა (მათ შორის შეუზღუდავად, კომპიუტერული ვირუსები, ,,ლოგიკური ბომბები”, ,,ტროას ცხენები”, საზიანო კომპონენტები, დაზიანებული მონაცემები ან სხვა საზიანო პროგრამული უზრუნველყოფა თუ მონაცემები).

 

გეკრძალებათ ,,ვებ-გვერდით” არამართებული სარგებლობა (მათ შორის შეუზღუდავად, ჰაკერული ფორმით).
Opel ვალდებულია მაქსიმალურად ითანამშრომლოს ნებისმიერ სამართალდამცავთან თუ სასამართლოსთან, რომელიც უბრძანებს ან მოსთხოვს Opel გააცხადოს მოცემული მე-4 მუხლის დამრღვევი რაიმე მასალის ავტორის პიროვნება თუ მდებარეობა.

5. ინფორმაციის სიზუსტე

Opel მიმართავს გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველჰყოს, რომ მოცემული ,,ვებ-გვერდის” შინაარსი იყოს ზუსტი და თანადროული. თუმცა, გამომდინარე ავტომობილების პარკის ხასიათიდან და ავტომობილების სპეციფიკაციებში ყოველწლიური ცვლილებებიდან, ,,ვებ-გვერდზე” ნაჩვენები პროდუქცია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უკანასკნელ სპეციფიკაციას. ზოგიერთი ნაჩვენები თუ აღწერილი აღჭურვა შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში ან დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ. მომხმარებელს ვურჩევთ გადაამოწმოს კონკრეტული ავტომობილისათვის საჭირო ნებისმიერი დეტალი მისივე საცალოდ მოვაჭრესთან დაკვეთის ადგილის მიხედვით. Opel იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს პროდუქტის სპეციფიკაციები.

 

,,ვებ-გვერდზე” გაკეთებული რაიმე განცხადება თუ განთავსებული მასალა არ წარმოადგენს მითითების საფუძველს რაიმე პირობების, გარანტიების თუ სხვათა გამო. შესაბამისად, კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფარგლებში, Opel გთავაზობთ მოცემულ ,,ვებ-გვერდს” იმ საფუძველზე, რომ Opel გამორიცხავს ნებისმიერ განცხადებას, გარანტიას თუ პირობას (მათ შორის შეუზღუდავად, კანონით გათვალისწინებულ რაიმე პირობას), რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს მოცემულ ,,ვებ-გვერდზე”.

6. პასუხისმგებლობა

Opel და მისი თანამდებობის პირები, დირექტორები, მუშაკები და აგენტები არ არიან პასუხისმგებელნი რაიმე ზარალზე თუ ზიანზე, რომელიც შესაძლოა განიცადოთ თქვენ ან მესამე მხარემ (მათ შორის შეუზღუდავად, ნებისმიერი პირდაპირი, ირიბი, საჯარიმო თუ შედეგობრივი ზარალი თუ ზიანი, შემოსავლის, მოგების, რეპუტაციის, მონაცემთა თუ კონტრაქტის დანაკარგი, ან ზიანი თუ ზარალი, რომელიც მომდინარეობს საქმიანობის რაიმე შეჩერებიდან ან მასთან დაკავშირებით, იქნება ეს (მათ შორის შეუზღუდავად) დაუდევრობის, საკონტარქტო თუ სხვა საფუძველზე) ,,ვებ-გვერდთან” დაკავშირებული რაიმე ფორმით ან ,,ვებ-გვერდით” სარგებლობასთან ან მისით სარგებლობის შეუძლებლობასთან ანაც მისით, ,,ვებ-გვერდთან” ბმულით დაკავშირებული სხვა ვებ-გვერდებით ან მათზე განთავსებული მასალით სარგებლობის შედეგებთან, მათ შორის შეუზღუდავად, იმ ვირუსებით დამდგარ ზარალთან თუ ზიანთან, რომლებითაც შესაძლოა დაინფიცირდეს თქვენი კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემები თუ სხვა ქონება ,,ვებ-გვერდზე” თქვენი სტუმრობის, მისი გამოყენების, ,,ვებ-გვერდიდან” ან მასთან მულით დაკავშირებული ვებ-გვერდებიდან რაიმე მასალის ჩამოტვირთვის შედეგად. მოცემული პირობები არ გამორიცხავს ან ზღუდავს Opel პასუხისმგებლობას შემდეგისათვის:

(ა) Opel დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილი ან სხეულის დაზიანება;
(ბ) თაღლითობა ან ფაქტების დამახინჯება წინასწარი განზრახვით;
(გ) ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ იქნება გამორიცხული თუ შეზღუდული მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

7. მარეგულირებელი კანონმდებლობა და იურისდიქცია
ნებისმიერი დავა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მოცემუმ ,,ვებ-გვერდთან” მიმართებაში, წყდება სასამართლოში Opel რეალიზატორი ეროვნული კომპანიის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

კონფიდენციალობის პოლიტიკა


1. მონაცემთა დაცვა
Opel იცავს იმ ნებისმიერი ფიზიკური პირის კონფიდენციალობას, რომელიც ეწვევა ,,ვებ-გვერდს”. ხსენებული პოლიტიკა განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელიც დასაშვებია შეგროვებული და შენახული იქნას Opel მიერ და მისი გამოყენების ფორმას. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულს, რათა გესმოდეთ ჩვენი შეხედულებები და პრაქტიკა თქვენს პირად მონაცემებთან და ჩვენს მიერ მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.

2. მონაცემთა დაცვა

უფლება გვაქვს თქვენს შესახებ შევაგროვოთ და დავამუშაოთ შემდეგი მონაცემები:

  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ფორმების შევსებით ჩვენს ,,ვებ-გვერდზე”. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ,,ვებ-გვერდზე” რეგისტრაციისას, ჩვენი მომსახურების მიღების სურვილის გამოთქმისას, მასალის დაფოსტვისას ან დამატებითი მომსახურების მოთხოვნისას. ასევე უფლება გვაქვს მოგთხოვოთ ინფორმაცია, როცა გვატყობინებთ ჩვენს ,,ვებ-გვერდთან” დაკავშირებული პრობლემის თაობაზე.
  • ჩვენთან დაკავშირებისას უფლება გვაქვს ვაწარმოოთ ასეთი კორესპონდენციის რეგისტრაცია.
  • ასევე უფლება გვაქვს მოგთხოვოთ გამოკითხვების შევსება, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი კვლევებისათვის ask you to complete surveys that we use for research purposes.

3. IP მისამართები და იდენტიფიკატორები

ზოგიერთ შემთხვევაში უფლება გვაქვს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელიც არ იძლევა პირადობის დადგენის საშუალებას. ასეთი ინფორმაცია გულისხმობს თქვენს IP მისამართს, თქვენს მიერ გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპს, თქვენს მიერ გამოყენებული საოპერაციო სისტემის ტიპს და იმ ვებ-გვერდის დომეინს, საიდანაც დაუკავშირდით ჩვენს ,,ვებ-გვერდს” თუ რეკლამას. ესაა სტატისტიკური მონაცემები ჩვენი სტუმრების ქმედებებზე მათი პიროვნების დადგენის გარეშე.

ამავე მიზნით, თქვენს მიერ ,,ვებ-გვერდზე” შემოსვლისას უფლება გვაქვს შევინახოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში. ხსენებული ინფორმაცია ინახება იდენტიფიკატორების ან მსგავსი ფაილების სახით და დაგვეხმარება სხვადასხვა გზით. მაგალითად, იდენტიფიკატორები საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები ,,ვებ-გვერდში” თუ რეკლამებში. ინტერნეტ-ბრაუზერების უმეტესობა იძლევა იდენტიფიკატორების თქვენს კომპიუტერში წაშლის, ბლოკირების თუ შენახვისას გაფრთხილების საშუალებას.

4. პირადი მონაცემები და მათი გამოყენება

ჩვენ არ შევაგროვებთ პირადობის დადგენის საშუალების მომცემ ინფორმაციას თქვენზე (როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი თუ ელ-ფოსტა) (შემდგომში ,,პირადი მონაცემები”) თქვენს მიერ მათი ნებაყოფლობით მოწოდების გარეშე. თუ არ გსურთ შეგროვდეს თქვენი ,,პირადი მონაცემები”, ნუ მოგვაწვდით მათ.

 

თუ თქვენ უკვე მოგვაწოდეთ თქვენი ,,პირადი მონაცემები” და გსურთ მათი ამოღება ჩვენი ჩანაწერებიდან, გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტით ან ტელეფონით, რომელიც მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის ბოლოს. ჩვენ მივმართავთ გონივრულ ძალისხმევას თქვენი ინფორმაციის ჩვენი ჩანაწერებიდან ამოსაშლელად.

 

ჩვენ არასდროს გავყიდით თქვენს ინფორმაციას. ის გაცხადებული იქნება მხოლოდ Opel, მისი აფილირებული პირებისა თუ ასოცირებული კომპანიების, Opel სახელით მოქმედი საცალოდ მოვაჭრეებისა და კომპანიებისათვის (შემდგომში ,,შერჩეული მესამე მხარეები”).

 

თქვენი ინფორმაცია გვჭირდება, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქციის, არსებული პროდუქციისა და მომსახურების, საბაზრო კვლევების და სპეციალური წინადადებების შესახებ და ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებისათვის, რისთვისაც აღნიშნულზე შესაძლოა დაგიკავშირდეთ ჩვენ ან ,,შერჩეული მესამე მხარეები” [ტელეფონით ან ფოსტით].

 

თუ უკვე ხართ ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ ან ,,შერჩეული მესამე მხარეები” დაგიკავშირდებით მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით (ელ-ფოსტა ან მტშ) და მოგაწვდით ინფორმაციას Adam Opel AG პროდუქციის თაობაზე.

 

თუ ახალი მომხმარებელი ხართ, ჩვენ ან ,,შერჩეული მესამე მხარეები” დაგიკავშირდებით მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით, თუ გამოთქმული გაქვთ თანხმობა აღნიშნულზე.

 

უფლება გაქვთ მოითხოვოთ არ დავამუშაოთ თქვენი პირადი მონაცემები მარკეტინგული მიზნებისათვის. ჩვეულებრივ, დამატებით გაცნობებთ (თქვენი მონაცემების შეგროვებამდე), თუ განვიზრახავთ თქვენი მონაცემებით თქვენი მონაცემების ასეთი მიზნით გამოყენებას ან მესამე მხარისათვის გაცხადებას. შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი უფლებით არ დაუშვათ ასეთი დამუშავება თქვენი პირადი მონაცემების შესაგროვებლად გამიზნული ფორმების კონკრეტული მითითებით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფლებით ნებისმიერ დროს ჩვენთან დაკავშირების გზით ქვემოთ მოცემული რეკვიზიტების გამოყენებით.

 

ჩვენი ,,ვებ-გვერდი”, დრო და დრო, შეიცავს ბმულებს ჩვენი საცალო მოვაჭრეების, პარტნიორი ქსელების, სარეკლამო აგენტებისა და აფილირებული პირების ვებ-გვერდებზე. რომელიმე ასეთი ბმულით სარგებლობისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვებ-გვერდებს გააჩნია საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკა და რომ ჩვენ არანაირ პასუხს ვაგებთ ასეთ პოლიტიკებზე. გთხოვთ გაეცნოთ ასეთ პოლიტიკებს პირადი ინფორმაციის გადაცემამდე.

უფლება გვაქვს გავუცხადოთ თქვენი პირადი მონაცემები ,,შერჩეული მესამე მხარეებს”:

  • იმშემთხვევაში,თუვყიდითანვყიდულობთრაიმებიზნესსანაქტივებს,როცაუფლებაგვაქვსგავუცხადოთთქვენიპირადიმონაცემებიასეთიბიზნესისთუაქტივებისსავარაუდომყიდველსანგამყიდველს.
  • თუOpelანმისიაქტივებისმნიშვნელოვანმოცულობასშეიძენსმესამემხარე,რაშემთხვევაშიცმომხმარებლისპირადიმონაცემებიწარმოადგენსერთ-ერთგადაცემულაქტივს.
  • თუვალდებულნივართგავაცხადოთთქვენიპირადიმონაცემებირომელიმესამართლებრივივალდებულებისშესასრულებლადანსარგებლობისპირობებისთუსხვახელშეკრულებისაღსასრულებლად,Opel,ჩვენიმომხმარებლისთუსხვათაუფლებების,ქონებისადაუსაფრთხოებისდასაცავად.აღნიშნულიმოიცავსსხვაკომპანიებთანდაორგანიზაციებთანინფორმაციისგაცვლასთაღლითობისაგანდაცვისადასაკრედიტორისკისშემცირებისმიზნით.

5. სად ვინახავთ თქვენს პირად მონაცემებს

თქვენგან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს და ინახებოდეს ევროპის ეკონომიკური სივრცის (,,EEA”) მიღმა. ის ასევე შესაძლოა დამუშავდეს EEA მიღმა მომუშავე პერსონალის მიერ, რომელიც მუშაობს ჩვენთვის ან რომელიმე ჩვენი მომწოდებლისათვის. თქვენი პირადი მონაცემების მოწოდებით ეთანხმებით ხსენებულ გადაცემას, შენახვას და დამუშავებას. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მონაცემები იყოს დაცული უსაფრთხოდ და კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

 

თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული მთელი ინფორმაცია ინახება ჩვენს დაცულ სერვერებზე. თუ გაძლევთ (ან თქვენ ირჩევთ) პაროლს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეწვიოთ ჩვენი ,,ვებ-გვერდის” კონკრეტულ ნაწილებს, ხსენებული პაროლის კონფიდენციალობის დაცვა წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას. გთხოვთ ნუ გაუმხელთ პაროლს სხვას.

 

სამწუხაროდ, ინფორმაციის ინტერნეტით გადაცემა სრულად არაა დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ თქვენი პირადი მონაცემები, ვერ მოგცემთ ჩვენს ,,ვებ-გვერდზე” თქვენს მიერ გადმოცემული მონაცემების უსაფრთხოების გარანტიას; ნებისმიერ გადმოცემას ახორციელებთ საკუთარი რისკის ფარგლებში. თქვენი ინფორმაციის მიღებისას მისი არასანქცირებული გამოყენებისაგან დასაცავად მივმართავთ მკაცრ პროცედურებს და უსაფრთხოების საშუალებებს.

6. დაშვება ინფორმაციასთან

თუ პირადი მონაცემები გადმოეცით Opel და გსურთ ამ ინფორმაციის შესწორება ან წაშლა ჩვენი ჩანაწერებიდან, ან თუ გსურთ იცოდეთ რა სახის პირად მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Opel რეალიზაციის თქვენს ადგილობრივ კომპანიას (იხ. შესაბამისი ვებ-გვერდი რეკვიზიტების მისაღებად). თუ გსურთ, შეგიძლიათ გაუგზავნოთ წერილი ასეთი ინფორმაციის მოთხოვნით Opel Southeast Europe Kft.  კონფიდენციალობის კოორდინატორს (ელ-ფოსტა: office@autohaus.ge ). ჩვენ მივმართავთ ყველა გონივრულ ძალისხმევას, რათა გიპასუხოთ მოთხოვნაზე.

7. ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკაში

ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მომავალში შევიტანთ ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკაში, განთავსდება ამ გვარდზე, რომელიც რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკაში სიახლეების თუ ცვლილებების გასაცნობად.

8. დაგვიკავშირდით

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის კითზვები, შენიშვნები და თხოვნები გარდა კონფიდენციალური საკითხებისა, ან თუ გაქვთ რაიმე შენიშვნა საიტზე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თვენი მოთხოვნის საფუძველზე ის წაიშლება საიტიდან, დაგვიკავშირდით:


Opel Southeast Europe Kft.

2040 Budaörs, Szabadság út 117, Hungary

office@autohaus.ge
Call Center +995 32 53 07 15


მარეგისტრირებელი სასამართლო: Hungary 10485611-2-44
საიდენტიფიკაციო კოდი:  Hungary Cg.13-09-087612
იურიდიული მისამართი: Budapest, Hungary
მარეგისტრირებელი ორგანოა რაიონული სასამართლო