Opel-ი ლიდერია: საწვავის მოხმარების შესახებ მონაცემების ნახვა ახლა უკვე მომავალ მოქმედ სასვლო ციკლზე WLTP (საყოველთაოდ ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტ პროცედურა) დაყრდნობითაც შეგიძლიათ. 2017 წლის შემოდგომიდან, WLTP-ის სასვლო ციკლი სამართლებრივად სავალდებულო გახდება და ამჟამინდელი სავალდებულო NEDC-გან განსხვავებით (ახალი ევროპული სასვლო ციკლი), ის უკავშირდება თანამედროვე მართვის მეთოდებს.
შესაბამისად, ჩვენ უკვე ვუმარტივებთ მომხმარებლებს საწვავის ყოველდღიური მოხმარების მოცულობის განსაზღვრას. პირველი ავტომობილი, რომელზეც ცდა ჩავატარეთ, არის Astra, მოგვიანებით შევამოწმებთ სხვა მოდელებსაც.

უკან
  • გაიგეთ მეტი WLTP-ის სასვლო ციკლის შესახებ:

წინ

მეტი გამჭვირვალობა: საწვავის ყოველდღიურ მოხმარებასთან დაკავშირებით.

* რეგულაციების (EC) No 715/2007 და (EC) No 692/2008-ის თანახმად (ამჟამად მოქმედ ვერსიაში.) ეს მონაცემები არ ეხება კონკრეტულ ავტომობილს და არ წარმოადგენს კონკრეტული შემოთავაზების ნაწილს, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ავტომობილების შესადარებლად.

** შედარებით დაბალი სიდიდე აღნიშნავს WLTP-ის ციკლის ოთხი ფაზიდან გაზომვის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ავტომობილის საწვავის მოხმარების კუთხით შესაბამისი ძრავის ყველაზე ეკონომიური აღჭურვილობისა და ტრანსმისიის კომბინაციის გამოყენებით. უფრო მაღალი სიდიდეები აღნიშნავს WLTP-ის ციკლის ოთხი ფაზიდან გაზომვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, საწვავის ყველაზე ინტენსიურად მომხმარებელი ავტომობილის შესაბამისი საწვავის მოხმარების მონაცემებზე დაყრდნობით. მეტი დეტალი

უკან წინ
უკან
  • რა სარგებელს ნახავთ: საწვავის მოხმარების უფრო რეალისტური ციფრები.

    ახალი WLTP-ის სასვლო ციკლი ითვალისწინებს იმ სიტუაციებს, რომლებიც უფრო ახლოა ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ვიდრე მიმდინარე NEDC

    სტანდარტთან. ის საშუალებას გაძლევთ

    უკეთ შეაფასოთ საწვავის ყოველდღიური

    მოხმარება.

    უყურეთ ვიდეოს: რა არის ახალი?
წინ
უკან
  • საწვავის დაზოგვა გამარტივდა

    'ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავტომობილის დიზაინი და ამინდი, სეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ საწვავის მოხმარებაზე ისე, რომელსაც თქვენ ვერ გააკონტროლებთ. მაგრამ იცოდით, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ საწვავის მოხმარების 1/3-ი?

წინ

კითხვები საწვავის მოხმარების ახალ მნიშვნელობებზე.

რატომ არის NEDC- მოძველებული?

NEDC (ახალი ევროპული სასვლო ციკლი) 1992 წელს შემოიღეს, თუმცა ავტომობილების, გზებისა და მართვის სტილის მას მერე კიდევ შეიცვალა. NEDC-ი ხელოვნური ლაბორატორიული ტესტია და უშუალოდ სხვადასხვა ავტომობილის შედარებას ემსახურება, რომ არაფერი ვთქვათ საწვავის ნორმალურ მოხმარებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავის რეალური მოხმარება ხშირად განსხვავდება NEDC-ის მონაცემებისაგან. ძირითადი მიზეზები მოიცავს:

• მართვის თეორიული პროფილი არ ემთხვევა რეალური მომხმარებლების პროფილებს.
• არასაკმარისი აქსელერაცია.
• გაჩერების მეტისმეტად ბევრი ფაზა.
• არ გულისხმობს მაღალ სიჩქარეს მაგ: ავტომაგისტრალებზე. ის საშუალო სიჩქარეს ძალიან დაბლა წევს.
• სიჩქარეების გადართვის წერტილები ფართოდ განისაზღვრება ტრანსმისიის ტიპის მიხედვით, მაგ: ისინი ერთნაირია ყველა ავტომობილზე მექანიკური ტრანსმისიით.
• დამატებითი აღჭურვილობა გათვალისწინებული არ არის.

რისი საზომია NEDC-ი?

NEDC-ი კანონით სავალდებულია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1992 წლიდან. NEDC-ი ეფუძნება თეორიული მართვის პროფილს და შედგება ორი ნაწილისგან: პირველი 13 წუთის განმავლობაში ის ახდენს ქალაქში მოძრაობის იმიტირებას მრავალჯერადი დაძვრა-გაჩერების ფაზებით. მეორე ნაწილი შეესაბამება ქალაქგარეთ გადაადგილებას მაქს. 120 კმ/სთ-ში.

რას მოიცავს WLTP-ს ოთხი ნაწილი?

საწვავის მოხმარების უფრო რეალურად განსაზღვრისთვის, WLTP-ს სასვლო ციკლი ეფუძნება რეალური მართვის რეჟიმის საყოველთაო სტატისტიკურ კვლევას. ეს მოიცავს ოთხ ნაწილს სხვადასხვა საშუალო სიჩქარით, რაც ზოგადად წარმოადგენს ავტომობილის მუშაობის პროფილებს: დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. თითოეული ფაზა მოიცავს აქსელერაციის, დამუხრუჭების, გაჩერების და აშ. სხვადასხვა მოცულობასა და ხარისხს, რაც მართვის ყოველდღიური სიტუაციებს ასახავს

რა განსხვავებაა NEDC-სა და WLTP-ს შორის?

1992 წელს NEDC-ის შემოღების შემდეგ, ავტომობილები და მართვის სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. WLTP ტესტის პარამეტრები ხელახლა განისაზღვრა რეალური პირობების უკეთ გამოსახატავად. ამჟამად ისინი მოიცავს:

• ხანგრძლივი ციკლის დროს (30 წთ vs 20 წთ)
• გაჩერების მოკლე დროს (13 % vs 25 %)
• უფრო დიდ მანძილს (დაახლოებით 23 კმ vs 11 კმ)
• უფრო მაღალ სიჩქარეს (მაქს. 130 კმ/სთ vs 120 კმ/სთ)
• თითქმის 50%-ით მაღალ საშუალო სიჩქარეებს
• უფრო მაღალი მაქსიმალური აქსელერაცია და აქსელერაციის მეტი ფაზები
• დაახლოებით 20-30 % -ით მაღალი მართვის სიმძლავრე მართვის ბევრად დინამიური სიტუაციების საფუძველზე
• მართვის წინააღმდეგობის უფრო რეალისტური განსაზღვრა საწვავის მოხმარების ტესტებისთვის
• ავტომობილში დამატებითი აღჭურვილობის გათვალისწინება

WLTP-ით მიღებული სიდიდეები შედარებითია მთელს მსოფლიოში, ხოლო NEDC-ის სიდიდეები მოქმედია მხოლოდ ევროპაში.

Close

სანამ NEDC-ი განსაზღვრავს "ქალაქის, ქალაქგარე და კომბინირებულ" სიდიდეებს მართვის თეორიული პროფილის საფუძველზე, WLTP-ი იყენებს გლობალური სტატისტიკური კვლევიდან მიღებულ "ნამდვილი" მართვის პროფილებს. WLTP-ის სასვლო ციკლი იყოფა ოთხ ნაწილად სხვადასხვა საშუალო სიჩქარით: დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. თითეული ნაწილი მოიცავს მართვის სხვადასხვა ფაზას, გაჩერების, აქსელერაციისა და დამუხრუჭების ფაზებს და აშ, რაც წარმოადგენს მართვის ყოველდღიურ პროფილებს. ძრავა/ტრანსმისიის თითოეული კომბინაცია მოწმდება ავტომობილის ყველაზე ეკონომიური და, ამავდროულად, საწვავის ყველაზე ინტენსიურად მოხმარებად აღჭურვილობაზე.

Astra-თი დაწყებული, Opel-ი გამოცდის თითოეულ მოდელს. გამოქვეყნებული მნიშვნელობებით განისაზღვრება თითოეული ძრავა/ტრანსმისიის კომბინაციის მიერ საწვავის მოხმარების ყველაზე დაბალი და მაღალი მაჩვენებელი. ეს მიგვანიშნებს თითოეული მოდელის მიერ საწვავის მოსალოდნელი ყოველდღიური მოხმარების მოცულობაზე.

გაითვალისწინეთ: WLTP-ის სასვლო ციკლზე დაფუძნებული მნიშვნელობები განისაზღვრება გამოსაცდელ სტენდზე სტანდარტიზებული, წინასწარ განსაზღვრული სასვლო ციკლით.

Close

"ახალ ევროპულ სასვლო ციკლში" (NEDC) მითითებული საწვავის მოხმარების მოცულობები ზუსტი და მარტივად შესადარებელია, მაგრამ ისინი სრულყოფილი არ არის. მას შემდეგ, რაც 1992 წელს NEDC-ის სამართლებრივად სავალდებულო გახდა, ავტომობილები და მართვის ინდივიდუალური სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი პირობების უკეთ გამოსახატავად, გამოცდის პარამეტრები ხელახლა განისაზღვრა "მსუბუქი ავტომობილის საყოველთაოდ ჰარმონიზებულ გამოცდის პროცედურაში" (WLTP).

ახლა ისინი ითვალისწინებენ:
- ბევრად რეალურ მართვის დინამიკას და გარე ტემპერატურას
- უფრო დიდ მანძილებზე გამოცდას
- უფრო მაღალ საშუალო და მაქს. სიჩქარეებს
- გაჩერების მოკლე მანძილს
- უფრო ძლიერ დამუხრუჭებას და აქსელერაციას

დამატებითი აღჭურვილობის გავლენა ასევე გარკვეულ როლს თამაშობს WLTP-ის სასვლო ციკლზე.
ახალი სასვლო ციკლი სამართლებრივად სავალდებულო იქნება ავტომობილის ყველა მწარმოებლისათვის 2017 წლის შემოდგომიდან.

Close

ავტომობილის მიერ საწვავის ყოველდღიური მოხმარება დამოკიდებულია პროფილის ინდივიდუალურ გამოყენებაზე და იმაზე, თუ სად ხდება მისი მართვა: ქალაქში, სოფლის გზებზე თუ ავტომაგისტრალებზე. ეს სხვაობები უკეთ არის განმატებული WLTP-ის სასვლო ციკლში. მხოლოდ "ქალაქის, ქალაქგარე და კომბინირებული" მნიშვნელობების დაანგარიშების ნაცვლად (როგორც ეს გათვალისწინებულია (EC) No. 715/2007 და 692/2008 რეგულაციებით) უფრო თეორიული მართვის პროფილის საფუძველზე, WLTP-ი გთავაზობთ ოთხ ინდივიდუალურ მნიშვნელობას სხვადასხვა წინასწარ განსაზღვრული სამგზავრო პროფილისთვის (დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი), რომლებიც ეფუძნება სტატისტიკურ კვლევებს და მომხმარებლის პროფილებისა და ინდექსების ანალიზს. გარდა ამისა, WLTP-ის სასვლო ციკლი ბევრად დინამიურია, ვიდრე NEDC-ი და გვიჩვენებს უფრო მაღალ აქსელერაციას, მაღალ საშუალო სიჩქარეს და მაღალ მაქსიმალურ სიჩქარეს.

2016 წლის ივნისში Opel Astra-სთვის გამოშვეული მნიშვნელობები გვიჩვენებს მასშტაბს, რომელიც შეიძლება განიმარტოს შემდეგნაირად: შედარებით დაბალი მნიშვნელობა ყველაზე დაბალი სიდიდეა WLTP-ის ოთხი ფაზიდან, რომლის თანახმადაც Opel Astra-ს ეს ვერსია კონკრეტული ძრავა/ტრანსმისიის კომინაციით ყველაზე ეკონომიურად მოიხმარს საწვავს. შედარებით მაღალი მნიშვნელობა წარმოადგენს ყველაზე მაღალ სიდიდეს WLTP-ის ციკლის ოთხი ფაზიდან, რომლის თანახმადაც Opel Astra-ს ამ ვერსიას კონკრეტული ძრავა/ტრანსმისიის კომბინაციით საწვავის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მიღებული მნიშვნელობები წარმოადგენს საწვავის მოსალოდნელი ყოველდური მოხმარების მიმოხილვას და საჭირო მინიშნებებს.

გაითვალისწინეთ, რომ WLTP-ის სასვლო ციკლზე საფუძნებული სიდიდეები განისაზღვრება გამოსაცდელ სტენდზე სტანდარტიზებული, წინასწარ განსაზღვრული სასვლო ციკლით.

Close

WLTP-ის სასვლო ციკლი (საყოველთაოდ ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტ პროცედურა) ეხება NEDC-ის (ახალი ევროპული სასვლო ციკლი) მთავარ კრიტიკულ საკითხებს. NECD-ი არის (EC) No. 715/2007 და 692/2008 რეგულაციებით გათვალისწინებული შეფასების მეთოდი და ის კანონით სავალდებულოა შესაბამისად განსაზღვული საწვავის ეკონომიისა და ემისიების მოცულობების გამოსაქვეყნებლად. კერძოდ, ახალი სასვლო ციკლის მართვის პროფილი უფრო კარგად შეესაბამება ავტომობილის ყოველდღიურ მუშაობას და აფასებს არა მხოლოდ კონკრეტული ფურნიტურის დონეს, არამედ ითვალისწინებს დამატებითი აღჭურვილობის გავლენასაც.